„მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები მოქალაქეობის საკითხთა კომისია
მიღების თარიღი 28/12/2023
დოკუმენტის ტიპი მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 010110000.69.081.016008
3
28/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
010110000.69.081.016008
„მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მოქალაქეობის საკითხთა კომისია
 

მოქალაქეობის საკითხთა კომისიის

დადგენილება №3

2023 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მოქალაქეობის საკითხთა კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №1 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04/09/2018 წ., 010110000.69.081.016001) დამტკიცებული  დებულების მე-2 მუხლის  პირველი  პუნქტის:

ა)  „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად აუცილებელი სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესამოწმებლად ტესტირებისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პირობების არსებობის დადგენა;“.

მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

 2. ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან.

მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მოქალაქეობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეთამუნა აკობია