დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.151.016371 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/12/2023 - 24/01/2024)
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“, „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 121-ე მუხლისა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები დანართი №1 -ის შესაბამისად; |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და განისაზღვროს თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხა დანართი №3-ის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 იანვრის №1 დადგენილება( www matsne .gov.ge, 17.01.2023 წ., სარეგ.კოდი: 010250000.35.151.016349) „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ძალაშია 2024 წლის 01 იანვრიდან. |
|
დანართი №1
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
|
დანართი №2
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
|
დანართი №3
|
შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხა
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები