საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 27 იანვრის №19 ბრძანებით დამტკიცე- ბული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო ოპერაციების წარმოების შესახებ" დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე""

  • Word

დოკუმენტის ნომერი 120
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 23/05/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 64, 27/05/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 19/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 220.010.050.18.011.007.426
  • Word
120
23/05/2005
სსმ, 64, 27/05/2005
220.010.050.18.011.007.426
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 27 იანვრის №19 ბრძანებით დამტკიცე- ბული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო ოპერაციების წარმოების შესახებ" დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე""
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.050.18.011.007.426

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №120

2005 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 27 იანვრის №19 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო ოპერაციების წარმოების შესახებ” დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქარ­თველოს ორგანული კანონის 61-ე და 73-ე მუხლების შესა­ბამისად და ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელ­შეწყობის მიზნით, ვბრძანებ:

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 27 იანვრის №19 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრე­დი­ტო აუქციონის დებულებაში (სსმ III, 2003 წ., №9, მუხ. 89) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

    მუხლი 1

დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. აუქციონი იმართება საქართველოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციულ შენობაში დღის 12 საათზე ეროვნული ბანკის შეტყობინების (დანართი №5) საფუძველზე.”.

    მუხლი 2

დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. ეროვნული ბანკი მორიგი აუქციონის ჩატარების თაობაზე კომერციულ ბანკებს ატყობინებს არა უგვიანეს ერთი დღით ადრე.”.

    მუხლი 3

დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

9. კომერციული ბანკები აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გარიგება-განაცხადს (დანართი №6) წარუდ­გენენ კომიტეტს აუქციონის გამართვის დღეს არა უგვიანეს 11.45 საათისა.”.

    მუხლი 4

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 25 მაისიდან.

რ. გოცირიძე