დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) მარშრუტების დამტკიცებისთვის წესის განსაზღვრისა და მარშრუტების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 35-105 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 28/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.101.017169 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/12/2023 - 20/02/2024)
|
სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) მარშრუტების დამტკიცებისთვის წესის განსაზღვრისა და მარშრუტების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ4“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 22-ე მუხლების, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 33-ე და 671 პუნქტების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1355 მუხლის მე-2 ნაწილის, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილების, „ტექნიკური რეგლამენტის − სატრანსპორტო საშუალებისა და ავტონაწილების ტიპის დამტკიცების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №15 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
ა) ავტობუსებისათვის (M2 ან M3 კატეგორიის) სპეციალური რეგულარული გადაყვანის მარშრუტების დამტკიცების წესი, დანართი 1-ის შესაბამისად; ბ) მოსწავლეების სპეციალური რეგულარული გადაყვანის განხორციელების მიზნით ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) მარშრუტების ფორმა, დანართი 2-ის შესაბამისად. გ) დასაქმებულების სპეციალური რეგულარული გადაყვანის განხორციელების მიზნით ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) მარშრუტები, დანართი 3-ის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
1. დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
2. დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „მოსწავლეების სპეციალური რეგულარული გადაყვანის განხორციელების მიზნით ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) მარშრუტები“, მისი შეთანხმების წესი და პირობები მოქმედებს 2024 წლის 1 ივლისამდე.
|
|
დანართი 1
|
ავტობუსებისათვის (M2 ან M3 კატეგორიის) სპეციალური რეგულარული გადაყვანის მარშრუტების დამტკიცების წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
ეს წესი განსაზღვრავს სპეციალური რეგულარული გადაყვანის ავტობუსებისათვის (M2 ან M3 კატეგორიის) (შემდგომში – ავტობუსი) მარშრუტების დამტკიცების მიზნით წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას, წარდგენილი დოკუმენტების განხილვის პირობებს, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების წესს, პასუხისმგებლობას დამტკიცებული მარშრუტის დარღვევის შემთხვევაში.
|
მუხლი 2.
სპეციალური რეგულარული გადაყვანის მარშრუტების დამტკიცების მიზნით წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა
|
1. მოსწავლეების სპეციალური რეგულარული გადაყვანის მარშრუტების დამტკიცების მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი წერილობითი განცხადებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ გაცემული ავტორიზაციის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება; ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გადასაყვანი მოსწავლეების რაოდენობა; გ) ავტობუს(ებ)ის სარეგისტრაციო მოწმობა (აგრეთვე ამ ავტობუს(ებ)ით მომსახურების განხორციელების შეუძლებლობისას იმ სარეზერვო ავტობუს(ებ)ის სარეგისტრაციო ნომრები, რომლებითაც განხორციელდება ავტობუს(ებ)ის ჩანაცვლება); დ) ავტობუსის მძღოლის მონაცემები, მათ შორის შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა; ე) სპეციალური რეგულარული გადაყვანის მარშრუტ(ებ)ი ქუჩების/გამზირების მითითებით, მათ შორის სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში („BUS LANE“) ავტობუს(ებ)ის გადაადგილების მითითებით; ვ) ავტობუს(ებ)ის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი მოწმობა; ზ) ავტობუს(ებ)ის ვიზუალური მდგომარეობის ამსახველი ფოტოები, ამასთან ავტობუს(ებ)ის ვიზუალური მდგომარეობა აშკარად უნდა იძლეოდეს ინფორმაციას მათი მეშვეობით მოსწავლეების გადაყვანის თაობაზე და ვიზუალი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას; თ) გადაწყვეტილების მისაღებად სააგენტოს მიერ დამატებით მოთხოვნილი აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი. 2. საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასაქმებული პირების სპეციალური რეგულარული გადაყვანის მარშრუტების დამტკიცების მიზნით, დამსაქმებელი, წერილობითი განცხადებით, სააგენტოს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს: ა) ავტობუს(ებ)ით გადასაყვანი დასაქმებულების რაოდენობა; ბ) ავტობუს(ებ)ის სარეგისტრაციო მოწმობა (აგრეთვე ამ ავტობუს(ებ)ით მომსახურების განხორციელების შეუძლებლობისას იმ სარეზერვო ავტობუს(ებ)ის სარეგისტრაციო ნომრები, რომლებითაც განხორციელდება ავტობუს(ებ)ის ჩანაცვლება); გ) ავტობუსის მძღოლის მონაცემები, მათ შორის შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა; დ) ავტობუს(ებ)ის გადაადგილების მარშრუტი ქუჩების/გამზირების მითითებით; ე) გადაწყვეტილების მისაღებად სააგენტოს მიერ დამატებით მოთხოვნილი აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი. 3. ამ წესით დადგენილი სპეციალური რეგულარული გადაყვანის მარშრუტების დამტკიცების შემდეგ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ყოველთვიურად, არაუგვიანეს თვის 5 რიცხვისა, სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას წინა თვეში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაყვანილი მოსწავლეების რაოდენობის თაობაზე. |
მუხლი 3.
წარდგენილი დოკუმენტების სააგენტოს მიერ განხილვა
|
1. სააგენტო უფლებამოსილია დაადგინოს სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუს(ებ)ის კვოტა გადასაყვან მგზავრთა რაოდენობის გათვალისწინებით.
2. სპეციალური რეგულარული გადაყვანის მარშრუტების დამტკიცების მიზნით წარდგენილი დოკუმენტების განსახილველად სააგენტოს განესაზღვროს ვადა არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. |
მუხლი 4.
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში („BUS LANE“) მოსწავლეების სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუს(ებ)ის გადაადგილების წესი |
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში („BUS LANE“) მოსწავლეების სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუსები:
ა) დასაშვებია გადაადგილდებოდნენ ყოველდღიურად, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეებისა და შაბათ-კვირისა; ბ) უნდა გაჩერდნენ მხოლოდ ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) გაჩერების ადგილებზე. ამასთან, გაჩერების დრო არ უნდა აღემატებოდეს 1 წუთს; გ) გადაყვანას უნდა ახორციელებდნენ 06:00 საათიდან 09:00 საათამდე და 14:00 საათიდან 18:00 საათამდე. |
მუხლი 5.
პასუხისმგებლობა დამტკიცებული მარშრუტის დარღვევისთვის |
სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოძრაობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1355 მუხლის შესაბამისად, ხოლო ავტობუსის მოძრაობა ამ წესით დადგენილი სხვა მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
|
დოკუმენტის კომენტარები