„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.126.016425
31
28/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
190020020.35.126.016425
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
 
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2023 წლის 28 დეკემბერი

ქ. თერჯოლა

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 23-ე მუხლის შესაბამისადთერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge სსმ, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.126.016141, 04/02/2015 წ.), დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიმღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) განისაზღვრება 817 ლარით. ’’

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ბარათაშვილი