„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016505
38
28/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
010250050.35.156.016505
„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დმანისის მუნიციპალიტეტი
 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №38

2023 წლის 28 დეკემბერი

ქ. დმანისი

 

„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/12/2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.156.016283) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ (დანართი №1):

1. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-12 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:  მუნიციპალიტეტის   მერიისა  და მუნიციპალიტეტის მიერ   დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების   საქმიანობის   სრულყოფის,   ფინანსების მართვის    გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური   ფასეულობების    ხარჯვისა   და   გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის  დაცვისა და ეფექტიანობის  გაზრდის ხელშეწყობის  უზრუნველყოფა,  მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი,  ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია;   მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება,   ორგანიზაციული   სტრუქტურის, მეთოდების  და პროცედურების  ანალიზი  დაწესებულების  მიერ თავისი  მიზნების  მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად. კანონმდებლობით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში დისციპლინური წარმოების უზრუნველყოფა.“

ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-15 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში (შემდგომში – მერის წარმომადგენელი) არის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც ნიშნავს მუნიციპალიტეტის მერი. ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადას.“

ბ) მე-5 პუნქტის:

ბ.ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ვალდებულია მოახდინოს დროული რეაგირება, დაუყოვნებლივ აცნობოს მუნიციპალიტეტის მერიას და სხვა შესაბამის უწყებებს კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შესახებ, მათ შორის:

ნ.ა) უკანონო ტყითსარგებლობა, ხე ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა ან დაზიანება, მერქნიან მცენარეთა უკაონო გაჩეხვა/დაზიანება;

ნ.ბ) ტყის ტერიტორიის ან დაცული ტერიტორიების სარგებლობის ფარგლებში მიწის თვითნებური დაკავება;

ნ.გ) თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევა;

ნ.დ) მყარი ნარჩენების შეგროვებისა და გატანის წესების დარღვევა;

ნ.ე) ბუნებისა და კულტურული ძეგლის დაზიანება;

ნ.ვ) უნებართვო მშენებლობა;

ნ.ზ) სახელმწიფოს ან მუნიციპალური საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება და სარგებლობა;

ნ.თ) წიაღის დაცვის მოთხოვნათა დარღვევა და წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე;

ნ.ი) წყლის დაცვისა და წყლით სარგებლობის წესების დარღვევა, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა;

ნ.კ) სანიტარულ-ეპიდსაწინააღმდეგო და პანდემიის წესების დარღვევა;

ნ.ლ) სხვა სამართალდარღვევათა თაობაზე.“

ბ.ბ) „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ.გ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) მოქალაქეებზე გასცემს შემდეგ ცნობებს:

რ.ა) საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ;

რ.ბ) პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

რ.გ)პირის მიერ უძრავი ქონების ფლობის შესახებ;

რ.დ) მაღალმთიან დასახლებაში პირის ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;

რ.ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;“

4. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კანდიდატს კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა კონკურსის გამოცხადების დღიდან არანაკლებ 5 კალენდარული დღის ვადა.“

5. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა საკონკურსო კომისიის მიერ მერისათვის სათანადო გადაწყვეტილების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.“

6. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 29. მერიაში ელექტრონული საქმისწარმოება

 

მერიაში ადმინისტრაციული წარმოებისას გამოყენებულია ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემა, მუნიციპალური მართვის სისტემა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო - ანალიტიკური სამსახურის მიერ მოწოდებულ ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა.“

მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N41 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/12/2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016289).

მუხლი 3

1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.

3.  ამ დადგენილების მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.


დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი