დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 79 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 28/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300320000.16.009.016681 |
|
„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილების (სსმ III, 2010 წლის 17 აგვისტო, №100, მუხ. 1508, სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.015003) პირველი მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„9) შპს „ბათუმის წყალის“ მომხმარებლებისთვის, მომხმარებელთა კატეგორიის მიხედვით, განისაზღვროს წყალმომარაგების შემდეგი ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი): ა) გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 0.439 ლარი/მ³, მათ შორის: ა. ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 0.251 ლარი/მ³; ა. ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0.188 ლარი/მ³; ბ) გაუმრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 2.225 ლარი/სულზე/თვეში, მათ შორის: ბ. ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 1.273 ლარი/სულზე/თვეში; ბ. ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0.952 ლარი/სულზე/თვეში; გ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 4.974 ლარი/მ³, მათ შორის: გ. ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 2.831 ლარი/მ³; გ. ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 2.143 ლარი/მ³.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2027 წლის 1 იანვრამდე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები