„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 285
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 28/12/2023
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016322
285
28/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
310150000.54.066.016322
„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №285

2023 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/12/2013, 310150000.54.066.016060) დამტკიცებულ „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტ1 ქვეპუნქტი:

„ტ1) სერიოზული ინციდენტი  სერიოზულია ინციდენტი, რომლის გარემოებებიც მიანიშნებს, რომ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისას ადგილი ჰქონდა  საავიაციო შემთხვევის დადგომის მაღალ ალბათობას და რომელიც მოხდა, პილოტირებადი საჰაერო ხომალდის შემთხვევაში, ნებისმიერი პირის საჰაერო ხომალდზე გაფრენის მიზნით ასვლიდან საჰაერო ხომალდზე მყოფი ყველა პირის მიერ მის დატოვებამდე, ხოლო უპილოტო საჰაერო ხომალდის შემთხვევაში, საჰაერო ხომალდის ფრენის შესრულების მიზნით დაძვრის მზადყოფნიდან ფრენის დასრულებამდე და ძირითადი ძალური სისტემის გათიშვამდე.

შენიშვნა 1:  საავიაციო შემთხვევასა და სერიოზულ ინციდენტს შორის სხვაობა განისაზღვრება დამდგარი შედეგის მიხედვით.

შენიშვნა 2:  სერიოზული ინციდენტების მაგალითების ნუსხა მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-13 დანართის დამატება C-ში.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საფუთავი საშუალება უნდა შეესაბამებოდეს შიგთავსს. ის საფუთავი საშუალება, რომელიც სახიფათო ტვირთს უშუალოდ ეხება, ამ ტვირთის ქიმიური ან სხვა ზემოქმედების მიმართ მედეგი უნდა იყოს. საფუთავი საშუალება უნდა შეესაბამებოდეს მასალებთან და კონსტრუქციებთან დაკავშირებით ტი-ებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შიდა საფუთავი საშუალება ისე უნდა შეიფუთოს, იყოს დაცული და ჰქონდეს ისეთი შუასადებები, რომ ჩვეულ პირობებში გამოირიცხოს მისი მექანიკური დაზიანება და გაჟონვა. სითხეები, რომლებიც შეიცავს მაღალ საშიშროებას, უნდა შეიფუთოს აბსორბირებული ნივთიერების გამოყენებით, რომელსაც გაჟონვის შემთხვევაში შეუძლია მთლიანად შეიწოვოს სითხე და არ შევიდეს სახიფათო რეაქციაში საფუთავი საშუალების შიგთავსთან.

6. საფუთავი საშუალების ხელმეორედ გამოყენება შემოწმების გარეშე დაუშვებელია. შემოწმებით უნდა დადგინდეს, რომ ის არ არის კოროზირებული ან დაზიანებული. ხელმეორედ გამოყენებამდე, საფუთავი საშუალება სრულად უნდა შემოწმდეს, რათა გამოირიცხოს მასში მოთავსებული ახალი შიგთავსის დაბინძურება.“.

3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები:

„71. სახიფათო ტვირთის შეფუთვის ზედაპირთან შემხებლობაში არ უნდა მოექცეს საზიანო ოდენობის სახიფათო ნივთიერება.

72. სახიფათო ტვირთის შეფუთვა უნდა განხორციელდეს ამ წესისა და ტი-ების შესაბამისად.“.

4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. თუ ტი-ებით სხვაგვარად არ არის დადგენილი,  თითოეული სახიფათო ტვირთი უნდა იყოს მარკირებული ნივთიერების სრული სახელწოდებით, გაეროს მიერ მინიჭებული ნომრით და სხვა მარკირებით, რომელიც განსაზღვრულია ტი-ებით.

12. თუ ტი-ებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ამ ინსტრუქციებში მოცემული სპეციფიკაციით წარმოებული თითოეული შეფუთვა უნდა იყოს მარკირებული ამ ინსტრუქციების შესაბამისი დებულებების მიხედვით. შეფუთვაზე არ უნდა იქნეს დატანილი შეფუთვის სპეციფიკაციის მარკირება, თუ ის არ აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციებში მოცემულ შესაბამის შეფუთვის სპეციფიკაციას.“.

5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყოველ სატვირთო ადგილზე საშიშროების ნიშნების ნიშანდება სავალდებულოა და იგი მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს ამ სატვირთო ადგილში არსებულ სახიფათო ტვირთს. სახიფათო ტვირთის საფუთავი საშუალება უნდა იყოს ნიშანდებული ამ წესისა და ტი-ების შესაბამისად, თუ აღნიშნული ინსტრუქციებით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

6. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. თუ სახიფათო ტვირთის, რომელიც საჭიროებს გათავისუფლებას, გადაზიდვა ხორციელდება საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით (გადაფრენა) და გათავისუფლების გაცემისათვის არ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, სააგენტო უფლებამოსილია გასცეს გათავისუფლება თუ დარწმუნდება, რომ ავიაგადამზიდველის მიერ უზრუნველყოფილი იქნება სახიფათო ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოების ტი-ებით დადგენილი სათანადო/ექვივალენტური დონე.“.

7. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) თუ მას არ ერთვის სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სრულად შევსებული საბუთი (ტვირთგამგზავნის დეკლარაცია), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი დოკუმენტი ტი-ებით არ არის მოთხოვნილი;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ შეფუთვა, რომელიც შეიცავს სახიფათო ტვირთს დაზიანებულია ან ჟონავს, დაუყოვნებლივ ჩამოტვირთოს საჰაერო ხომალდიდან ან მიიღოს სათანადო ზომები, რათა ეს განახორციელოს უფლებამოსილმა ორგანომ. ექსპლუატანტი აგრეთვე ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები დანარჩენი ტვირთის დაბინძურებისგან დასაცავად და დარწმუნდეს, რომ დარჩენილი ტვირთი იმყოფება საჰაერო გადაზიდვებისთვის შესაბამის პირობებში;“;

გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) შეიმუშაოს და სახიფათო ტვირთის მიღებისას ისარგებლოს სახიფათო ტვირთის მიღების საკონტროლო ბარათით;“.

8. მე-15 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:

„ქ) გააჩნდეს გადაუდებელი რეაგირების ნაკრები, რომელიც, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს:

ქ.ა) ფართო და გამძლე პოლიეთილენის ჩანთას;

ქ.ბ) ჩანთის შესაკრავ საშუალებას;

ქ.გ) გრძელ რეზინის ხელთათმანებს.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველი სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული საავიაციო შემთხვევის, ინციდენტის ან სერიოზული ინციდენტის, მათ შორის, არადეკლარირებულ და/ან არასწორად დეკლარირებულ სახიფათო ტვირთის თაობაზე, ვალდებულია მოვლენის მოხდენიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 72 საათისა უზრუნველყოს სათანადო ინფორმაციის მიწოდება სააგენტოსთვის, სსიპ-სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის №17 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო  მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის“ შესაბამისად.“;

გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. ავარიული ვითარების შემთხვევაში მოქმედების ინსტრუქციები

ნებისმიერი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვასთან დაკავშირებულ საქმიანობას (მათ შორის და არა მხოლოდ: შეფუთვა, გაგზავნა, დამუშავება, გადაზიდვა და ა.შ.), ვალდებულია, სააგენტოში წარადგინოს ინფორმაცია სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის საავიაციო შემთხვევის, ინციდენტისა და სერიოზული ინციდენტის, მათ შორის, არადეკლარირებული ან/და არასწორად დეკლარირებული სახიფათო ტვირთის  შესახებ. აღნიშნული შეტყობინება სააგენტოს უნდა წარედგინოს მოვლენის მოხდენიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 72 საათისა, სსიპ-სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის №17 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო  მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის“ შესაბამისად.

შენიშვნა 1: რადიოაქტიური ნივთიერების გადაზიდვასთან დაკავშირებული საავიაციო შემთხვევის, ინციდენტისა და სერიოზული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისას, სააგენტო ვალდებულია, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს;

შენიშვნა 2:  საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას საავიაციო ინციდენტის დროს გასატარებელი პრაქტიკული ქმედებების მიმართ მოთხოვნები განსაზღვრულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში Doc 9481.“.

10. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამსაქმებლებმა (საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტები (მიუხედავად იმისა, მინიჭებული აქვთ თუ არა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის უფლება); საავიაციო სატვირთო ტერმინალები; დანიშნული საფოსტო ოპერატორი; აეროპორტების ექსპლუატანტები; ტვირთგამგზავნები; სატვირთო ექსპედიტორები; სახმელეთო მომსახურების აგენტები) და სასწავლო ორგანიზაციებმა უნდა შეიმუშაონ პერსონალის პირველადი და განმეორებითი მომზადებისა და შეფასების პროგრამები, საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით.

შენიშვნა 1: ამ პუნქტით გათვალისწინებული პროგრამები უნდა შეესაბამებოდეს ტი-ებისა და იკაოს ოფიციალური გამოცემის- „სახიფათო ტვირთების გადაზიდვების კუთხით კომპეტენციაზე დაფუძნებული პერსონალის მომზადების და შეფასების სახელმძღვანელოს“ (ICAO Doc 10147) მოთხოვნებს.

შენიშვნა 2: ამ პუნქტის მოთხოვნა ვრცელდება სახმელეთო მომსახურების მხოლოდ იმ აგენტზე, რომელიც უშუალოდ ჩართულია სახიფათო ტვირთების მომსახურებაში და რომელსაც დასაქმებული ყავს იკაოს ოფიციალური გამოცემით „სახიფათო ტვირთების გადაზიდვების კუთხით კომპეტენციაზე დაფუძნებული პერსონალის მომზადების და შეფასების სახელმძღვანელოთი“ (Doc 10147) დადგენილი პერსონალი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი