დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს პროკურატურის მუშაკთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 20 აპრილის №5 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | სხვა ადმინისტრაციული ორგანო |
| მიღების თარიღი | 20/05/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 62, 20/05/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.060.010.39.036.007.421 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.007.421
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №9
2005 წლის 20 მაისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს პროკურატურის მუშაკთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 20 აპრილის №5 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის “ო” ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
,,საქართველოს პროკურატურის მუშაკთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 20 აპრილის №5 ბრძანებით დამტკიცებულ წესში (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ.497) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. წესის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსისათვის – უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP, Excel და Word) ცოდნა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
7. საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილისათვის – უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP, Excel და Word) ცოდნა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.”.
2. წესის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს მრჩევლისათვის – უმაღლესი ეკონომიკური განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP, Excel და Word) ცოდნა.”.
10. საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩევლისათვის – უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP, Excel და Word) ცოდნა.”.
3. წესის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,15. საქართველოს გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფის (გარდა საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის და ეკონომიკური დეპარტამენტის სამმართველოების) მრჩევლისათვის – უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP, და Word) ცოდნა.”.
4. წესის მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები