„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 35-107
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017170
35-107
28/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
010250050.35.101.017170
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35-107

2023 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებაში  (სმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 19/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016725) შევიდეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებულ წესის:

ა) მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება მისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან). გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელ იურიდიულ პირს (მისამართი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7).

საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებითა და 1252 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 51 და მე-6 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1353 და 1354 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ჯარიმის ორმაგი ოდენობით, 135​​​​​2 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ჯარიმის ოდენობით, 125​​2 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის – 200 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე, 1351 და 1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის – 500 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის  გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773239

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის  გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773552

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილების საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის  გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773553

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის  გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773556

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის  გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773557

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125​​2 მუხლის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის  გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე:  300773250

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის  გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773255

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე, 1351 და 1355 მუხლების საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის  გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773259

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1352 მუხლის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის  გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773238

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1353 მუხლის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის  გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773240

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773241

საჯარიმო ქვითრით – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული თანხა სამართალდამრღვევს შეაქვს საბანკო დაწესებულებაში ან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად. თანხის გადახდისას მიეთითება სამართალდამრღვევის მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი) და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის  ნომერი.“;

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესის დანართი 2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

ბ.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე დატანილია შემდეგი ტექსტი:

„ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები:

 ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების მისთვის ჩაბარებიდან ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ. გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელ იურიდიულ პირს (მისამართი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7).

ელექტრონული საჯარიმო ქვითრით დაკისრებული თანხა სამართალდამრღვევს შეაქვს საბანკო დაწესებულებაში ან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად. თანხის გადახდისას მიეთითება სამართალდამრღვევის მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი) და ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნომერი.

ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებითა და 1252 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 51 და მე-6 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1353 და 1354 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ჯარიმის ორმაგი ოდენობით, 1352 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ჯარიმის ოდენობით, 125​​2 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის – 200 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე, 1351 და 1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის – 500 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

გ) მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესის დანართი 5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 თებერვლიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე