„საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, აჭარის სახელმწიფო ქალთა კამერული გუნდისა და ბათუმის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის რეორგანიზაციის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის N95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, აჭარის სახელმწიფო ქალთა კამერული გუნდისა და ბათუმის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის რეორგანიზაციის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის N95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2023
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016389
18
27/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
040030000.32.057.016389
„საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, აჭარის სახელმწიფო ქალთა კამერული გუნდისა და ბათუმის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის რეორგანიზაციის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის N95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
„საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, აჭარის სახელმწიფო ქალთა კამერული გუნდისა და ბათუმის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის რეორგანიზაციის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის N95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №18

2023 წლის 27 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირების  ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, აჭარის სახელმწიფო ქალთა კამერული გუნდისა და ბათუმის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის რეორგანიზაციის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის №95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

 


1. შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირების  ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, აჭარის სახელმწიფო ქალთა კამერული გუნდისა და ბათუმის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის რეორგა­ნიზაციის შესახებ“  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის  26 დეკემბრის N95 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა" N238 (22,404), 29.12.06, გვ.6) და დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული  სსიპ  ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დებულება ჩამოყალიბდეს თანდარ­თუ­ლი რედაქციით. 
2. დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის  1 იანვრიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე



     საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის

სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

 

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი (შემდგომში  ცენტრი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონების, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რობის (შემდგომში – მთავრობა) სამართლებრივი აქტით, აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ცენტრი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რეს­პუბ­ლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტ­რო) წინაშე. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. ცენტრი უფლებამოსილი არ არის განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომლის უფლებაც მას მინიჭებული არა აქვს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით ან/და ამ დებულებით.

3. ცენტრი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს, კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუ­თარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირებთან ურთიერთობაში.

4. ცენტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბიუჯეტი, საბანკო და სახაზინო ანგარი­შები, ბეჭედი, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

5. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქალაქი ბათუმი, ახმეტელის ქ. №5.


მუხლი 2. ცენტრის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
ცენტრის მიზნები, ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საკონცერტო და სადადგმო მოღვაწეობა, სამუსიკო ხელოვნების მაღალმხატვ­რული ნიმუშების შესრულება და მისი მოსახლეობის ფართო ფენებში პოპულარიზაცია;

ბ) ქართული და მსოფლიო კლასიკური მუსიკალური კულტურის პოპულარიზაცია;

გ) ქართული კლასიკური და მსოფლიო საგუნდო ხელოვნების შესწავლა და შესრულება;

დ) საოპერო თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში გაერთიანების ხელშეწყობა;

ე) მუსიკალური განათლების მქონე ახალგაზრდების საოპერო, საგუნდო და საშემსრულებლო ხელოვნებაში დაოსტატებისა და მსახიობებად მათი ჩამოყა­ლიბებისათვის ზრუნვა;

ვ) რეგიონში მოქმედი სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუ­დენ­­ტე­ბისთვის სასწავლო პრაქტიკის ხელშეწყობა;

ზ) ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია და განვითარება;

თ) ეროვნული ტრადიციების აღორძინება და განვითარება.


მუხლი 3. ცენტრის უფლებები და ვალდებულებები
1. ცენტრს დაკისრებული ვალდებულებებისა და ამოცანების განსახორციელებლად უფლება აქვს:

ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს შემოქ­მედებითი მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებითი მიმართულებების გან­საზღვ­რაში (რეპერტუარის არჩევა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაცია);

ბ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ დადგმული ცეკვების, კონცერტების საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ნების­მიერი ფორმა. გასცეს თანხმობა (დამდგმელი ჯგუფის თანხმობის საფუძველზე) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიითა და რადიოთი გადაცემის, ცალკეული საკონ­ცერ­ტო ნომრებისა და კონცერტების ჩანაწერის, ტირაჟების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს დამხმარე სახის სამეურნეო-კომერციული საქმიანობა. ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მოახმაროს მხოლოდ ცენტრის მიზნებს, აგრეთვე ცენტრის დებულებით გათვალის­წი­ნებულ სხვა ამოცანების განხორციელებას;

დ) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, გან­საზღვ­როს ბილეთების, პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება;

ე) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შეიმუშაოს ცენტრის შინაგანაწესი;

ვ) ითანამშრომლოს საზღვარგარეთის ქვეყნების ორგანიზაციებთან და განახორ­ციელოს სხვადასხვა სახის პროექტები (მათ შორის ერთობლივი პროექტები);

ზ) განახორციელოს „კულტურის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვ­რული უფლებამოსილებანი.

2. ცენტრი ვალდებულია:

ა) წარმართოს თავისი საქმიანობა „კულტურის შესახებ“, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ამ დებულების შესაბამისად;

ბ) წარმართოს შრომითი (მათ შორის სახელშეკრულებო) ურთიერთობანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები;

დ) დაიცვას ცენტრში დასაქმებულთა პროფესიული და სოციალური უფლებები.


მუხლი 4. ცენტრის ხელმძღვანელობა
1. ცენტრის საერთო ხელმძღვანელია სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც გან­საზღვრავს ცენტრის შემოქმედებით მიმართულებას და პასუხს აგებს ცენტრის ფუნქციონირებისთვის. სამხატვრო ხელმძღვანელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში  მინისტრი) წარდგი­ნებით, არაუმეტეს მთავრობის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.

2. სამხატვრო ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს ცენტრის შემოქმედებით საქმიანობას;

ბ) შეიმუშავებს ცენტრის სტრატეგიასა და განვითარების ხედვას;

გ) უზრუნველყოფს კადრების მოზიდვასა და დასაქმებას ცენტრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით;

დ) უზრუნველყოფს შემოქმედებითი პერსონალის შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას;

ე) უფლებამოსილია, მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება  ცენტრის დირექტორზე;

ვ) არამართლზომიერად მიჩნევის შემთხვევაში, შეუძლია შეაჩეროს, შეცვალოს ან გააუქმოს ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილება;

ზ) განსაზღვრავს შემოქმედებითი საქმიანობის განრიგს;

თ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს შინაგანაწესს;

ი) დირექტორის არყოფნის/მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძ­ლებლობის შემთხვევაში ახორციელებს დირექტორის უფლებამოსილებებს;

კ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ცენტრის დებულებით მისთვის მინიჭე­ბულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ცენტრს ჰყავს დირექტორი, რომელსაც არაუმეტეს ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელის უფლება­მოსილების ვადით, მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.

4. ცენტრის დირექტორი:

ა) წარმართავს ცენტრის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ საქმიანობას;

ბ) ხელმძღვანელობს ცენტრის ორგანიზაციულ საქმიანობას და პასუხისმგებელია მასზე;

გ) პასუხისმგებელია  ცენტრის ფინანსურ საქმიანობაზე და ამ მიზნით, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს;

დ) უზრუნველყოფს ცენტრის შემოქმედებითი პროდუქტის ტექნიკურ მომზადებასა და ბილეთების გაყიდვას;

ე) ცენტრის შემოსავლების ზრდის მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;

ვ) უზრუნველყოფს ცენტრის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ტექნიკურ და საოპერაციო საკითხებს;

ზ) სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე-ბობიდან ათავისუფლებს შემოქმედებით და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;

თ) სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, განსაზღვრავს საშტატო ერთეულების რაოდენობას, სახელფასო განაკვეთს და საქმიანობის წახალისების ფორმებს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ი) საჭიროების შემთხვევაში, არაუმეტეს მისი უფლებამოსილების ვადით, სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, მოწვეულ სპეციალისტებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს;

კ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ცენტრის დებულებით  გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.


მუხლი 5. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი მოიცავს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო - ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.

3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს და გააუქმოს ცენტრის დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

4. ცენტრი ვალდებულია კვარტალში ერთხელ, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს წარუდგინოს ანგარიში ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე.

 


მუხლი 6. ცენტრის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება, დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონების შესახებ, თუ იგი სცილდება ჩვეუ­ლებ­რივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განსახორციელებლად, სამინისტროს წინასწარ თანხმობასთან ერთად, აუცილებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა.

 


მუხლი 7. ცენტრის ქონება
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ცენტრს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.

2. ცენტრის ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე ცენტრის ფუნქციონირების განმავლობაში ცენტრის ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქონება. ასეთ ქონებაზე ცენტრს აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება.

3. ცენტრის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.

 


მუხლი 8. ცენტრის ფინანსები
1. ცენტრის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები;

გ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება კონცერტების გადაღების, მათი კინო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების, ტელევიზიის, რადიო და სხვა საშუალებებით ტრანსლაციებიდან;

დ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება ცენტრის მიერ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირებისათვის გაწეული კულტურული მომსახურების შედეგად;

ე) სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი კრედიტები და შემოწირულობები;

ვ) სამეურნეო-კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

ზ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;

თ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.


მუხლი 9. ცენტრის საბუღალტრო ანგარიშგება
ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.

მუხლი 10. ცენტრის  ლიკვიდაცია
ცენტრის   ლიკვიდაცია ხორციელდება:

ა) დასახული მიზნის მიღწევის ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში;

ბ) დაფუძნების აქტით განსაზღვრული ვადის გასვლის გამო;

გ) დაფუძნების აქტით ან დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

დ) მთავრობის მიერ ცენტრის არსებობის მიზანშეუწონლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.


მუხლი 11. დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.