დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “განათლებისა და მეცნიერების მინისტროს 2004 წლის 14 აპრილის ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 235 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/05/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 62, 20/05/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/08/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.007.419 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.419
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №235
2005 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 14 აპრილის №33 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „მ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 14 აპრილის №33 ბრძანებიდან (სსმ III, 2004 წელი №42, მუხ. 355) ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „უმაღლესი” და „განსაკუთრებული სტატუსის მქონე” და წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯი არის „განათლების შესახებ” და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საშუალო ზოგადი და საშუალო პროფესიული განათლების პროგრამებს.”.
3. წესდების პირველი მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვების „განათლების მინისტრის” ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვები „განათლებისა და მეცნიერების მინისტრის” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კოლეჯი საქართველოს კანონმდებლობის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებებისა და ამ წესდების საფუძველზე, დამოუკიდებლად წარმართავს საგანმანათლებლო და სამეურნეო საქმიანობას.”.
4. წესდების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კოლეჯი კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს გარიგებებს, უფლებამოსილია იტვირთოს ვალდებულებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ.”.
5. წესდების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვების „განათლების მინისტრის” ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვები „განათლებისა და მეცნიერების მინისტრის” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კოლეჯის საქმიანობას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.”.
6. წესდების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, ქმნის კოლეჯის ფილიალებს.”
7. წესდების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს თანხმობით განსაზღვრავს და ამტკიცებს კოლეჯის საშტატო განრიგს.”.
8. ამოღებულ იქნეს წესდების მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის „დ” ქვეპუნქტი.
9. წესდების მე-6 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვების „მზრუნველთა საბჭო” ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვები „სამეურვეო საბჭო” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კოლეჯში შემოსავლების მოზიდვისა და სახსრების რაციონალურად განკარგვის მიზნით, მოქმედებს სამეურვეო საბჭო.”.
10. წესდების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვების „მზრუნველთა საბჭო” ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვები „სამეურვეო საბჭო” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც დაინტერესებულია კოლეჯის საქმიანობით და სურს აღმოუჩინოს მას ეკონომიკური, ფინანსური ან სხვა სახის დახმარება.”.
11. ამოღებულ იქნეს წესდების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი.
12. წესდების მე-8 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვების „განათლების სამინისტრო” ნაცვლად ჩაიწეროს „განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კოლეჯი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დადგენილ ვადაში წარუდგინოს იგი დასამტკიცებლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.”
13. წესდების მე-8 მუხლის მეორე პუნქტში სიტყვების „განათლების სამინისტრო” ნაცვლად ჩაიწეროს „განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კოლეჯის წლიურ ბალანსს ამოწმებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული აუდიტორი.”.
14. წესდების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვების „განათლების სამინისტრო” ნაცვლად ჩაიწეროს „განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კოლეჯის ლიკვიდაციას ახორციელებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორები. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს კოლეჯის დირექტორი.”.
15. წესდების VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კოლეჯის სახელმწიფო კონტროლი, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია, წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.”.
16. წესდების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. სახელმწიფო კონტროლი
1. კოლეჯის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს კოლეჯის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს კოლეჯის დირექტორის არამართლზომიერი აქტი.“.
17. წესდების მე-11 მუხლში სიტყვა „დებულების” ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვა „წესდება” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.”.
18. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები