„წალკის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 ნოემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.155.016427
29
27/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
010250050.35.155.016427
„წალკის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 ნოემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
 
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2023 წლის 27 დეკემბერი

ქ. წალკა

„წალკის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 ნოემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალკის  მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 ნოემბრის №19 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 01/12/2023, 010250050.35.155.016417) დამტკიცებულ „წალკის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წესის მიზანია წალკის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს სახელით მოასპარეზე, ა(ა)იპ „წალკის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში“ მოქმედ სპორტულ წრეებში აღზრდილ  და წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, წარმატებულ სპორტსმენთა, პარასპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოება.“

ბ) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში მწვრთნელის ჯილდოს მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს ცნობა ა(ა)იპ „წალკის კომპლექსურ სასპორტო სკოლიდან“ სპორტსმენის/პარასპორტსმენის მწვრთნელის შესახებ, ხოლო თუ სპორტსმენი/პარასპორტსმენი წვრთნებს გადის საქართველოს ნაკრებში, ცნობა შესაბამისი ფედერაციიდან კონკრეტული სპორტსმენის/პარასპორტსმენის მწვრთნელის  შესახებ;“

2.  მე-5 მუხლის:

ა) პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მიზნებისათვის გუნდი განიმარტება, როგორც  ა(ა)იპ „წალკის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში“ მოქმედი სპორტული წრე გუნდურ სახეობებში (ფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში ან სხვა).“

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გუნდის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა დაერთოს ა(ა)იპ „წალკის კომპლექსური სასპორტო სკოლის“ ცნობა მწვრთნელისა და სპორტული  წრის (გუნდი ფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში ან სხვა)  ამ ცენტრში არსებობის (მოღვაწეობის) შესახებ.’

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი