„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 35-103
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017174
35-103
28/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
010250050.35.101.017174
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35-103

2023 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილების (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 28/01/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016675) მე-2 მუხლით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დებულებაში და დებულების მე-8 მუხლის:

ა) მე-10 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​​2 და 135​​​2 მუხლებით, 135​​3 მუხლის მე-2 ნაწილით და 135​​4 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;

ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125​​​2 და 135​​​2 მუხლებით, 135​3 მუხლის მე-2 ნაწილით და 135​4 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირება, საქმის გამოკვლევა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოწერა;“;

ბ) მე-15 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი

„ა1) მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანაზე ნებართვის მფლობელისთვის განსაზღვრული სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის გაწევისას გამოვლენილი სამართალდარღვევისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერა;“;

გ) მე-15 პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „თ1) უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერის შემდეგ, როდესაც სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის მონიტორინგის სამსახურისთვის მიწოდება;“;

დ) მე-20 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი.

„პ1) სააგენტოს მიერ უფლებამოსილების ფარგლებში დაჯარიმებული ან/და სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაციის გაცემა სააგენტოს ცხელი ხაზის -1398 მეშვეობით;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე