შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და დომინიკის თანამეგობრობის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და დომინიკის თანამეგობრობის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 120-1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016758
120-1
27/10/2023
ვებგვერდი, 05/01/2024
480610000.03.030.016758
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და დომინიკის თანამეგობრობის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და დომინიკის თანამეგობრობის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ

საქართველოს მთავრობა და დომინიკის თანამეგობრობის მთავრობა,

შემდგომში  „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი,

მხედველობაში იღებენ რა, ორივე ქვეყნის ინტერესს გააძლიერონ თავიანთი მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა,

სურთ რა, გაამარტივონ თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქმედი დიპლომატიური,  სამსახურებრივი  და ორდინალური პასპორტების მფლობელი მოქალაქეების თავიანთი  სახელმწიფოების ტერიტორიაზე მიმოსვლა,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

წინამდებარე შეთანხმების  რეგულირების სფეროში შედის შემდეგი სახის პასპორტები:

1. საქართველოს მოქალაქეთათვის: დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური  პასპორტები.

2. დომინიკის თანამეგობრობის მოქალაქეთათვის: დიპლომატიური, ოფიციალური და ორდინალური  პასპორტები.

 

მუხლი 2

თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ  პირველ მუხლში მითითებულ მოქმედ პასპორტებს, უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ, დატოვონ და იმყოფებოდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა ნებისმიერ ასოთხმოც (180) დღიან პერიოდში.

 

მუხლი 3

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქმედი დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს, რომლებიც მივლინებულნი არიან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამუშაოდ, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირველადი შესვლისათვის ვიზა არ მოეთხოვებათ.

2. ამ მუხლის (1) პუნქტის დებულებები ვრცელდება აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრებზე, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ ან სამსახურებრივ პასპორტებს.

3. (1) და (2) პუნქტებში მითითებული პირები ვალდებულნი არიან შესვლიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში გაიარონ შესაბამისი აკრედიტაცია.

4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია (1) და (2) პუნქტებში მითითებულ პირებზე გასცეს შესაბამისი აკრედიტაცია ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.

 

მუხლი 4

მე-3 მუხლის დებულებების გამოკლებით, ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლება მუშაობის უფლებას არ აძლევს ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეებს. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ პირველ მუხლში მითითებულ მოქმედ პასპორტებს, რომლებიც შედიან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე სამუშაოდ, პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად, სასწავლებლად ან დასარჩენად 90 (ოთხმოცდაათი) დღეზე მეტი ხნით ვალდებულნი არიან წინასწარ მიიღონ ვიზები.

 

მუხლი 5

1. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით გაცვლიან თავიანთი პირველ მუხლში მითითებული მოქმედი პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.

2. თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე შეცვლის  პასპორტებს  დიპლომატიური არხების მეშვეობით გადასცემს მეორე ხელშემკვრელ მხარეს მათი ახალი პასპორტის ნიმუშებს, მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე 30 (ოცდაათი) დღით ადრე.

 

მუხლი 6

თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ პირველ მუხლში მითითებულ მოქმედ პასპორტებს შეუძლიათ შევიდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და დატოვონ ეს ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული ნებისმიერი სასაზღვრო პუნქტის გავლით.

 

მუხლი 7

წინამდებარე შეთანხმება არ ათავისუფლებს არცერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ პირველ მუხლში მითითებულ მოქმედ პასპორტებს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დაცვის ვალდებულებისაგან, რომლებიც ეხება მათ ტერიტორიაზე შესვლას, ტრანზიტით გავლას, დარჩენას და გასვლას.  

                                                 

მუხლი 8

წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს ხელშემკვრელი მხარეების უფლებას უარი უთხრან შესვლის ნებართვაზე იმ პირებს, რომელთა ყოფნასაც მათ ტერიტორიაზე არასასურველად მიიჩნევენ ან შეუმცირონ  დარჩენის ვადა თითოეული ხელშემკვრელი მხარის  მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ პირველ მუხლში მითითებულ მოქმედ პასპორტებს.

 

მუხლი 9

1. იმ შემთხვევებში, რომლებმაც შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენონ ხელშემკვრელი მხარის საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფო უსაფრთხოებას ან საზოგადოებრივ ჯანდაცვას, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნაწილობრივ ან მთლიანად შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება.

2. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეჩერების გაუქმების და ამგვარი ღონისძიების შემოღების შესახებ მეორე მხარეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დიპლომატიური არხების საშუალებით.

 

მუხლი 10

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

 

მუხლი 11

წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით რა წესითაც აღნიშნული შეთანხმება შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

 

მუხლი 12

წინამდებარე შეთანხმების თანახმად, პასპორტებს, რომლებსაც აქვთ მოქმედების ვადა (ვალიდურობა) მინიმუმ სამი თვის ვადით, მისი მფლობელის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის თარიღიდან ჩაითვლება მოქმედ პასპორტებად.

 

მუხლი 13

1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

2. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება, მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი (6) თვის გასვლის შემდეგ.

 

ზემოაღნიშნულის დასტურად, შესაბამისი მთავრობების მიერ უფლაბამოსილნი ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას.

 

შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2023 წლის 27 ოქტომბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

დომინიკის თანამეგობრობის მთავრობის

სახელით