დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 დეკემბრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/02/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.165.016468 |
|
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 დეკემბრის №15 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 11/12/2019წ; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.165.016375).
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს წარმოდგენილი რედაქციით: „ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ" 2. დადგენილების დანართი №1 ჩამოყალიბდეს წარმოდგენილი რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილების მეორე მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი №1
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი |
მუხლი 1. ზოგადი დებულება
წინამდებარე წესი განსაზღვრავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (შემდგომში საკრებულოში) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 841 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სტაჟირების გავლის წესს და პირობებს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების მიზანს წარმოადგენს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა. სტაჟირება – საკრებულოში სამუშაოს შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ შესრულება, რომლის მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად; ბ. სტაჟიორი – პირი, რომელიც საკრებულოში შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ ასრულებს სამუშაოს, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. გ. სტაჟირების მსურველი პირი − პირი, რომელსაც სურს სტაჟირების გავლა და საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის მეშვეობით წარმოადგენს განცხადებას საკრებულოში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ. დ. სტაჟიორის მენტორი − საკრებულოში სტაჟიორისთვის საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე, რომელიც ხელს უწყობს სტაჟიორს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. ე. ცნობა - დოკუმენტი, რომელიც გაიცემა საკრებულოს მიერ სტაჟირების შეწყვეტის ან დასრულების შემთხვევაში და ასახავს სტაჟიორის მიერ ფაქტობრივად გავლილი სტაჟირების ხანგრძლივობას ან/და ინფორმაციას სტაჟირების გავლის თაობაზე; მუხლი 3. სტაჟიორის კონკურსის გამოცხადება 1. სტაჟიორის კონკურსი ცხადდება საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო სტაჟიორის შესარჩევ კონკურსს აცხადებს სსიპ − საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში − ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. 3. საკრებულო უფლებამოსილია, სტაჟიორის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია დამატებით განათავსოს საკრებულოს ან/და სხვა ვებგვერდზე, სოციალურ ქსელებსა და ბეჭდვით ორგანოებში. 4. კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს: ა) არის უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური, ასევე არის პროფესიული სტუდენტი ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული. ბ) იცის სახელმწიფო ენა. 5. პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ: ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის; ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა; გ) მან სტაჟიორად მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს; დ) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. მუხლი 4. სტაჟიორის კონკურსზე განაცხადის წარდგენა და სტაჟიორის მიღება 1. სტაჟიორის კონკურსში მონაწილეობისათვის, სტაჟირების მსურველი პირი განაცხადს წარადგენს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. 2. სტაჟირების მსურველი პირი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ. 3. სტაჟირების მსურველ პირს სტაჟირების კონკურსებში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 3, მაგრამ არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა. 4. სტაჟირების მსურველი პირის მიერ წარდგენილი განაცხადების განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, რაც წარედგინება სტაჟირების მსურველი პირის შეფასებაზე უფლებამოსილ კომისიას/პირს. 5. სტაჟირების მსურველი პირის შეფასებას ახორციელებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც უნდა შედიოდნენ საკრებულოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვაზე უფლებამოსილი პირი და იმ სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი, რომელშიც უნდა შეირჩეს სტაჟიორი. 6. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, სტაჟირების მსურველი პირის შეფასება, კომისიის ნაცვლად დაავალოს საკრებულოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პირს ან იმ სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელს, რომელშიც უნდა შეირჩეს სტაჟიორი. 7. შეფასებაზე უფლებამოსილი კომისია/პირი, წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს შერჩეულ კანდიდატს. 8. კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შეფასებაზე უფლებამოსილი კომისია/ პირი. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საკრებულოს თვმჯდომარე განსაზღვრავს სტაჟიორის მენტორის ვინაობას. მუხლი 5. სტაჟიორთა კვოტა და სტაჟირების ვადა 1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟიორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საკრებულოს მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს. 2. სტაჟირების გავლის ვადაა არანაკლებ 1 და არაუმეტეს 12 თვისა. სტაჟიორს უფლება აქვს, საკრებულოში სტაჟირება რამდენჯერმე გაიაროს, თუმცა სტაჟირების გავლის საერთო ვადა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. 3. საკრებულოში სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის №2 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილი მესამე სახელფასო კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. 4. სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება 10სთ-დან 16 სთ-მდე. მუხლი 6. სტაჟიორის უფლება-მოვალეობები 1. სტაჟიორის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სტაჟირების ხელშეკრულებით. 2. სტაჟიორს უფლება აქვს: ა.გაეცნოს საკრებულოს სტრუქტურული ერთეულის და მთლიანად დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილების მომზადების პროცესში; ბ. გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის საარქივო მასალას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა); გ. დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; დ. უშუალო ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები; ე. სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით, შეატყობინოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს; ვ. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები. 2. სტაჟიორი ვალდებულია: ა. დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრა ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს საკრებულოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან. ბ. დაიცვას საკრებულოს შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები. გ. დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი. მუხლი 7. მენტორის პასუხისმგებლობა სტაჟიორის მიმართ 1. საკრებულოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირი სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. მენტორი ვალდებულია: ა. პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა; ბ. პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით; გ. ხელი შეუწყოს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში; დ. სტაჟიორის ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს მენტორი მუხლი 8. სტაჟირების ვადამდე შეწყვეტა 1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია: ა. სტაჟიორის პირადი განცხადება; ბ. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა; გ. კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევები; 2. სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება გასცემს ცნობას, სადაც აისახება ფაქტობრივად გავლილი სტაჟირების პერიოდი და ჩაითვლება საერთო სტაჟში მუხლი 9. სტაჟირების დასრულება სტაჟირების პერიოდის დასრულების შემდგომ საკრებულო გასცემს ცნობას პირის მიერ სტაჟირების გავლის თაობაზე. მუხლი 10. სამსახურის სტაჟი სამსახურის სტაჟი მოიცავს საკრებულოში სტაჟირების პერიოდს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები