„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის N1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის N1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1-1/533
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 27/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016838
1-1/533
27/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
040030000.22.024.016838
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის N1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  №1-1/533

2023 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით (სსმ, ვებბვერდი, 040030000.22.024.016061, 14/04/2011) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ20 ქვეპუნქტი:

„ჰ20) შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია, შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური რეგულირება და ინსპექტირება.“.

2.  დებულების მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს:

3.  დებულების მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“-„ო“ ქვეპუნქტები:

„ნ) შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის დეპარტამენტი;
ო) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.“.

4.  დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „133 „ -„134“ მუხლები:

მუხლი 133. შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის დეპარტამენტი:

1.  შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის დეპარტამენტში შედის დასავლეთ საქართველოს  შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სამმართველო და აღმოსავლეთ საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სამმართველო.
2.  დასავლეთ საქართველოს  შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სამმართველო და აღმოსავლეთ საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სამმართველო:
ა) ახორციელებენ შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მინიჭებას და ჩამორთმევას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) აწარმოებენ  შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების რეესტრს;
გ) უზრუნველყოფენ შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების ნაოსნობისთვის შესაბამისი მოწმობის/სერტიფიკატის გაცემას;
დ) უზრუნველყოფენ საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების შემუშავებას;
ე) ახორციელებენ შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირებას;
ვ) ზედამხედველობენ საკლასიფიკაციო საზოგადოების მიერ სააგენტოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას;
ზ) ახორციელებენ სხვა უფლება-მოვალეობებს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 134. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:
ა) საზოგადოების ინფორმირების მიზნით სააგენტოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების, მიღებული გადაწყვეტილებების და საქმიანობასთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის მიწოდება;
ბ) სააგენტოს საქმიანობის შესახებ მასმედიით გაშუქებული მასალების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირება;
გ) სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
დ) სააგენტოს ღონისძიებების ფოტო და ვიდეოგადაღების უზრუნველყოფა;
ე) სააგენტოს ოფიციალური  სოციალური ქსელისა და  ვებგვერდის ადმინისტრირება; 
ვ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის ვებ-გვერდზე განთავსების უზრუნველყოფა;
ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი სამოქმედო გეგმის განსაზღვრა;
თ) სააგენტოს ბრენდის თანმიმდევრული განვითარება და ცნობადობის ამაღლება;
ი) ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი