თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ

თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016606
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
27
28/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
010250050.35.163.016606
თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/12/2023 - 29/02/2024)

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2023 წლის 28 დეკემბერი

ქ. თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „ე“, „ვ“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის  (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე www.matsne gov.ge, 04.04.2023, სარეგისტრაციო კოდი: 33 009 0000.05.001.02 08 47) პირველი მუხლის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) მწვანე ნარგაობათა შერჩევის, დარგვისა და მოვლის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2023 წლის 13 მარტის №513 დადგენილების საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების ნუსხა დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები“ დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების ნუსხა“  თელავის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ იქნეს:

ა) განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა/დამტკიცებისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;

ბ) მშენებლობის ნებართვის გაცემისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;

გ) მუნიციპალიტეტის მიერ მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის ფარგლებში.

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზი მთვარელიშვილი



დანართი №1

 

თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების ნუსხა

სახელწოდება ქართულად

სახელწოდება ლათინურად

ღეროს გარშემოწერილობა  (სანტიმეტრებში)

სიმაღლე  (მეტრებში)

ფოთლოვანი ხეები

 

 

1

იფანი ჩვეულებრივი

Fraxinus excelsior

 

 

2

იფანი მახვილნაყოფა

Frexinus oxycarpa

 

 

3

იფანი გრძელფოთოლა

Fraxinus coriariaefolia

 

 

4

აკაკი კავკასიური

Celtis

 

 

5

ცაცხვი კავკასიური

Tilia caucasica

 

 

6

ცაცხვი გულფოთოლა

Tilia cordata

 

 

7

ცაცხვი უნგრული

Tilia tomentosa

 

 

8

ნეკერჩხალი მინდვრიდ

Acer campeste

 

 

9

ნეკერჩხალი ვერცხლისფერი

Acer saccharihum

 

 

10

კვიდო ხედ ფორმირებული

Ligustrum japonicum

 

 

11

დეკორატიული მაჟალო

Malus floridunda/Malus coccinella

 

 

12

წითელი ტყემალი

Prunus cerasifera 'Pisardii'

 

 

13

არღავანი (იუდას ხე)

Cercis siliquastrrum

 

 

14

ამბრის ხე

Liquidambar sturaciflua

 

 

15

გინკო ბილობა

Cinko biloba

 

 

16

მელია

Melia szedarach

 

 

17

 ფშატი

Elaeaghus ahgustifolia

 

 

18

ქართული მუხა

Quercus iberica

 

 

19

ზეთისხილის ხე

Olea europaea

 

 

20

ალბიცია (ლენქორანული აკაცია)

Albizzia julibrissih

 

 

21

ცხენისწაბლი

Aesculus sp./Aeskulus  hippocastanus

 

 

22

პანტა კავკასიური

Pyrus caucasica

 

 

23

მაჟალო

Malus otientalis

 

 

24

მტირალა ტირიფი

Salix babulohica

 

 

25

თუთუბი

Rhus coriaria

 

 

26

კოწახური ჩვეულებრივი

Berberis vulgaris

 

 

27

ბროწეული

Puhica granatum

 

 

წიწვოვანი ხეები

 

 

1

კვიპაროზი მარადმწვანე პირამიდალური

Cupressus sempervirens Pyramidalis

 

 

2

კვიპაროზი მარადმწვანე ჰორიზონტალური

Cupressus sempervirens var. horizontal

 

 

3

არიზონული კვიპაროზი

Cupressus arizonika

 

 

4

ლეილანდიის კვიპაროზი

Cupressus leylandi

 

 

5

ტოსკანური კვიპაროზი

Cupressus semoervirensis

 

 

6

ჰიმალაური კედარი

Cedrus deodara

 

 

7

ატლასის კედარი

Cedrus atlantica

 

 

8

ელდარის ფიჭვი

Pinus eldarika

 

 

9

შავი ფიჭვი

Pinus nigra

 

 

10

იტალიური ფიჭვი

Pinus pinea

 

 

11

უთხოვარი

Taxus baccata

 

 

12

ვერცხლისფერი ნაძვი

Picea pungens Glauca

 

 

13

ესპანური სოჭი

Abies Pinsapo

 

 

ფოთლოვანი ბუჩქები

 

 

1

ირმის რქა ბუჩქად ფორმირებული

Iagerstroemia indica

 

 

2

აბელია დიდფოთოლა

Abelia grandiflora

 

 

3

 ბუდლეა

Budleja davidii

 

 

4

ჩვეულებრივი ბზა

sempervirens

 

 

5

იაპონური ფშატი

Elaeagnus x ebbingei “Limelight”

 

 

6

ფოტინია

Photinia x fraseri Red Robin

 

 

7

სურნელოვანი ძახველი

Vibrunum tinus

 

 

8

მარადმწვანე, პრიალაფოთოლა ძახველი

Vibrunum Iucidium

 

 

9

ცხრატყავა (სხვადასხვა სახეობები)

Lonicsa nitida/iberica/ caucasica

 

 

10

ჩიტავაშლა  (სხვადასხვა სახეობები)

Pyracantha coccinea/integerrima/melanocarpa

 

 

11

ჭყორი

IIex x meserveae Blue Princess

 

 

12

ჭყორი ჭრელფოთოლა

IIex aguifolium Argantea marginata

 

 

13

იაპონური კვიდო

Ligustrum japonicum

 

 

14

კვიდო ჭრელფოთოლა

Ligustrum Iucidium Variegata

 

 

15

სირიული ვარდი

Hibiscus syriacus

 

 

16

ოლეანდრა

Nerium oleandr

 

 

17

ვარდი (სხვადსხვა ჯიში)

Rosa sp.

 

 

18

ნანდინა (სხვადასხვა სახეობა)

Nandina domestica

 

 

19

ჭანჭყატი იაპონური  (სხვადასხვა)

Euonymus japonicus

 

 

20

დეკორატიული კოწახური (სხვადასხვა ფორმა)

Berberis sp.

 

 

21

იალღუნი (თამარიქსი)

Tamarix hohenackeri/ Tamarix gallica/Tamarix tetrandra

 

 

22

თრიმლი

Cotinus coggygria

 

 

23

გრაკლა (სხვადასხვა ფორმა)

Spiraea sp. /Spiraea hypericifolia

 

 

მხვიარა ბუჩქები და მრავალწლიანი ბალახები

 

 

1

გლიცინა

Winteria sinensis

 

 

2

უსურვაზი

Parthanocissus sp.

 

 

3

ცხრატყავა

Lonicera caprifolium

 

 

4

წვრილფოთოლა სურო

Hedera helix

 

 

5

კატაბარდა

Clsmatis sp.

 

 

6

როზმარინი

Pozmarinus officinalis

 

 

7

წივანა

Festuca sp.

 

 

 

    წიწვოვანი ბუჩქები

 

 

 

1

ტუია ნანა -ოქროსფერი

Tyuja orientalis Aurea Nana

 

 

2

ტუია სამარაგლი

Tyuja occidentalis Smaragd

 

 

3

ტუია ბრაბანტი

Tyuja occidentalis Brabant

 

 

4

ტუია

Tyuja occidentalis Yellow Ribbon

 

 

5

ღვია გართხმული

Juniperus x pfitzeriana Mordigan Gold

 

 

6

ღვია გართხმული

Juniperus x media Mint julep

 

 

7

ღვია გართხმული

Juniperus horizontalts

 

 

8

ღვია „კაზაკური“

Juniperus sabina

 

 

9

ღვია „მყრალი“

Juniperus foetidissima

 

 

10

ჯუჯა ფიჭვი

Pinus mugo pumilio

 

 

11

ჯუჯა ფიჭვი

Pinus mugo mugus

 

 

12

ჯუჯა ნაძვი

Pices glauca conica/ globosa

 

 

13

უთხოვარის ბუჩქი

Taxus baccata

 

 

 


 

ანართი №2

 

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი) განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გეგმისა მშენებლობის ნებართვის გაცემის ფარგლებში შესათანხმებელი გამწვანების პროექტთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა. აგრეთვე, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების (რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი) დაკავშირებული მოთხოვნების  განსაზღვრა.

2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება კოდექსით გათვალისწინებულ გამწვანების პროექტზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

3. გამოყენებულ ტერმინებს აქვთ კოდექსის მე-3 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 2. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ეტაპზე დასამუშავებელი გამწვანების ზოგადი პროექტი

1. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების ეტაპზე წარსადგენი გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს დაგეგმილი გამწვანების შესახებ ზოგად მონაცემებს.

2. გამწვანების ზოგადი პროექტის შეთანხმების პირობები:

ა) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნას მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა, რომელიც  უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს;

ბ) გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო-ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იქნას გასამწვანებელი არეალები;

გ) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნას პროექტის განხორციელებისთვის ხელისშემშლელი მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავების შესახებ ინფორმაცია ცხრილის სახით, საპროექტო არეალში შემავალი თითოეული მიწის ნაკვეთისთვის ცალ-ცალკე;

დ) მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციითა და პირობითი აღნიშვნებით დატანილ უნდა იქნას  საპროექტო-ტოპოგრაფიულ გეგმაზე;

ე) პროექტის განხორციელებისთვის ხელისშემშლელი მოსაჭრელი, ჯანსაღი, ღირებული მწვანე ნარგავების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი ღირებული მწვანე ნარგავების 25 %-ს;

ვ) გამწვანების ზოგად პროექტში მითითებული უნდა იყოს დაგეგმილი ფუნქციური ზონის შესაბამისი გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი/ები შესაბამის საანგარიშო ფართობ(ებ)თან ერთად.

მუხლი 3. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი

1. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი შედგენილი უნდა იყოს მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირების შესაბამისად, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

2. გამწვანების პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი შესაბამის საანგარიშო ფართობთან ერთად, რომლის ათვისებაც ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს მწვანე ნარგავებით;

ბ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);

გ) არსებული, გადასარგავი და საპროექტოდ დასარგავი მწვანე ნარგავების გაშენების არეალი;

დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;

ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი;

ვ) ფოტომონტაჟის სახით მოცემული გამწვანების პროექტის გამოსახულება;

ზ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველი ფოტოსურათები, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.

3. გამწვანების პროექტის ფარგლებში დასარგავი მწვანე ნარგავების  სახეობები უნდა შეირჩეს ამ დადგენილების დანართი №1-ის გათვალისწინებით, თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი პრიორიტეტული ხე-მცენარეების ნუსხიდან.

4. გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემულ საექსპერტო დასკვნას.

5. მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ექსპერტის მიერ. ექსპერტთა სიის განსაზღვრის უფლებამოსილება აქვს მუნიციპალიტეტს;

ბ) შედგენილი უნდა იყოს კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტერმინების გამოყენებით;

6. მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გაცემულ საექსპერტო დასკვნაში  მითითებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მწვანე ნარგავების შესწავლისა და დასკვნის გაცემის თარიღი, ადგილი (მისამართი, საკადასტრო კოდი) და საფუძველი;

ბ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების საერთო რაოდენობა და შეფასებული მწვანე ნარგავების რაოდენობა;

გ) კვლევის ჩატარების მეთოდი;

დ) ინფორმაცია მწვანე ნარგავების სახეობის, მდგომარეობის, დიამეტრის (მიწის ზედაპირიდან 10 სმ სიმაღლეზე) და საჭიროების შემთხვევაში ხნოვანების თაობაზე;

ე) მწვანე ნარგავების ნუმერაციის მიხედვით კვლევის ამსახველი ფერადი ფოტო-მასალა, რომელზეც თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს საპროექტო ტერიტორიაზე აღწერილი თითოეული მწვანე ნარგავის ხარისხობრივი მდგომარეობა (როგორც ღერო, ასევე ვარჯი) და საექსპერტო დასკვნის შესაბამისად მინიჭებული ნუმერაცია;

ვ) დაავადებული/წვერხმელი მწვანე ნარგავების  შემთხვევაში დასკვნას უნდა ერთვოდეს ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დოკუმენტი, ასეთის საჭიროებისას და დასაბუთება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ხე-მცენარე გამოჯანსაღებას;

ზ) ჯანსაღი მწვანე ნარგავების შემთხვევაში ექსპერტის დასაბუთებული არგუმენტაცია ხე-მცენარის გადარგვისა და მისი გახარების შესაძლებლობის თაობაზე;

თ) წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში - მწვანე ნარგავის რა ნაწილია ხმელი;

ი) საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს საპროექტო ობიექტების სქემა (შენობა-ნაგებობები, გზა, პარკინგი და სხვა) და საექსპერტო დასკვნაში აღწერილი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციით, ასევე, ტოპოგრაფიულ გეგმაზე აღნიშნული უნდა იყოს საპროექტო შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის არსებული მანძილები.

მუხლი 4. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული გამწვანების პროექტი

1. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:

ა) განაშენიანების დეტალური გეგმის არსებობის შემთხვევაში − ამ გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ გამწვანების პროექტს;

ბ)  გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრულ ფართობს, გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას და დახასიათებას (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე), გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელ პირს, ფოტომონტაჟის სახით მოცემულ გამწვანების პროექტის გამოსახულებას;

გ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.

2. ეს მუხლი არ ვრცელდება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ პროექტებზე, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

3. სამშენებლო ნებართვის მფლობელმა, ნებართვის დადგენილი წესით გაცემიდან 10 დღის ვადაში არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა, დამატებითი საინფორმაციო დაფა, რომელზედაც უნდა მიეთითოს ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის), კერძოდ:

ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობი;

ბ) გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღი;

გ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);

დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;

ე) ინფორმაცია გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ;

ვ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობა;

ზ) შეთანხმებული გამწვანების პროექტის მაკეტი ან/და გამოსახულება ფოტომონტაჟის სახით.

მუხლი 5. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების პროექტი

1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებულია  დაგეგმილი გამწვანების პროექტის წარდგენა, მასში უნდა აღიწეროს სავარაუდო გამწვანების პროექტი.

2. დაგეგმილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა;

ბ) ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ;

გ) ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება იმ ფუნქციურ ზონაზე, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.