დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 დეკემბრის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/02/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.165.016466 |
|
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 დეკემბრის №16 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 11/12/2019წ; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.165.016376)
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს წარმოდგენილი რედაქციით: „ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ" 2. დადგენილების დანართი №1 ჩამოყალიბდეს წარმოდგენილი რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილების მეორე მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი №1
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესი |
მუხლი 1.ზოგადი დებულება
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში (შემდგომში მერია) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 841 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სტაჟირების გავლის წესს და პირობებს. 2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების მიზანს წარმოადგენს სტაჟიორის მიერ პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად, მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადების გზით საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტაჟირება – მერიაში სამუშაოს შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ შესრულება, რომლის მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად; ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც მერიაში შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ ასრულებს სამუშაოს, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. გ) სტაჟირების მსურველი პირი − პირი, რომელსაც სურს სტაჟირების გავლა და საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის მეშვეობით წარმოადგენს განცხადებას მერიაში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ. დ) სტაჟიორის მენტორი − მერიაში სტაჟიორისთვის საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე, რომელიც ხელს უწყობს სტაჟიორს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. ე) ცნობა - დოკუმენტი, რომელიც გაიცემა მერიის მიერ სტაჟირების შეწყვეტის ან დასრულების შემთხვევაში და ასახავს სტაჟიორის მიერ ფაქტობრივად გავლილი სტაჟირების ხანგრძლივობას ან/და ინფორმაციას სტაჟირების გავლის თაობაზე; მუხლი 3. სტაჟიორის კონკურსის გამოცხადება 1. სტაჟიორის კონკურსი ცხადდება მერის გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია სტაჟიორის შესარჩევ კონკურსს აცხადებს სსიპ − საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში − ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. 3. მერია უფლებამოსილია, სტაჟიორის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია დამატებით განათავსოს მერიის ან/და სხვა ვებგვერდზე, სოციალურ ქსელებსა და ბეჭდვით ორგანოებში 4. კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს: ა) არის უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური, ასევე არის პროფესიული სტუდენტი ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული. ბ) იცის სახელმწიფო ენა. 5. პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ: ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის; ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა; გ) მან სტაჟიორად მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს; დ) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. მუხლი 4. სტაჟიორის კონკურსზე განაცხადის წარდგენა და სტაჟიორის მიღება 1. სტაჟიორის კონკურსში მონაწილეობისათვის, სტაჟირების მსურველი პირი განაცხადს წარადგენს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. 2. სტაჟირების მსურველი პირი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ. 3. სტაჟირების მსურველ პირს სტაჟირების კონკურსებში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 3, მაგრამ არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა. 4. სტაჟირების მსურველი პირის მიერ წარდგენილი განაცხადების განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, რაც წარედგინება სტაჟირების მსურველი პირის შეფასებაზე უფლებამოსილ კომისიას/პირს. 5. სტაჟირების მსურველი პირის შეფასებას ახორციელებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც უნდა შედიოდნენ ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენელი და იმ სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი, რომელშიც უნდა შეირჩეს სტაჟიორი. 6. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, სტაჟირების მსურველი პირის შეფასება, კომისიის ნაცვლად დაავალოს ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენელს ან იმ სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელს, რომელშიც უნდა შეირჩეს სტაჟიორი. 7. შეფასებაზე უფლებამოსილი კომისია/პირი, წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს შერჩეულ კანდიდატს. 8. კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შეფასებაზე უფლებამოსილი კომისია/ პირი. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მერი განსაზღვრავს სტაჟიორის მენტორის ვინაობას. მუხლი 5. სტაჟიორთა კვოტა და სტაჟირების ვადა 1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟიორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მერიის მთლიანი საშტატო როცხოვნობის 10%-ს. 2. სტაჟირების გავლის ვადაა არანაკლებ 1 და არაუმეტეს 12 თვისა. სტაჟიორს უფლება აქვს, მერიაში სტაჟირება რამდენჯერმე გაიაროს, თუმცა სტაჟირების გავლის საერთო ვადა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. 3. მერიაში სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის №2 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილი მესამე სახელფასო კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. 4. სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება 10სთ-დან 16 სთ-მდე. მუხლი 6. სტაჟიორის უფლება-მოვალეობები 1. სტაჟიორის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სტაჟირების ხელშეკრულებით. 2. სტაჟიორს უფლება აქვს, სტაჟიორის მენტორის თანხმობით: ა) გაეცნოს შესაბამისი საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისა და მთლიანად, საჯარო დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას. კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში; ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს საჯარო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. 3. სტაჟიორი უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს უსაფრთხო გარემოსა და სათანადო პირობების შექმნა პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად; ბ) შეატყობინოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით; გ) პირადი განცხადების საფუძველზე, მოითხოვოს სტაჟირების შეწყვეტა; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. 4. სტაჟიორი ვალდებულია: ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟიორის მენტორის მიერ და რომელიც გამომდინარეობს საჯარო დაწესებულების დებულებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან; ბ) დაიცვას მერიის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები; გ) დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრინციპები; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები. მუხლი 7. მენტორის პასუხისმგებლობა სტაჟიორის მიმართ სტაჟიორის მენტორის უფლება-მოვალეობებია: ა) გაუწიოს კოორდინაცია სტაჟიორს/სტაჟიორთა ჯგუფს; ბ) გაუნაწილოს/განუსაზღვროს სტაჟიორს დავალებები, გააცნოს აღნიშნული დავალებების შესრულების სპეციფიკა, მნიშვნელობა, მოსალოდნელი შედეგები; გ) გაუწიოს მონიტორინგი სტაჟიორის მიერ სამუშაოს შესრულების პროცესს; უფლებამოსილია, შეფასების წესის ან დასაბუთებული წერილობითი არგუმენტაციის საფუძველზე, შეაფასოს სტაჟიორის მიერ შესრულებული სამუშაო; დ) გაუზიაროს რეკომენდაციები/ინსტრუქციები, მისცეს უკუკავშირი და იზრუნოს სტაჟიორის პროფესიულ განვითარებაზე, საჭიროებისამებრ, ასევე მიაწოდოს თეორიული მასალა; ე) შეუქმნას სტაჟიორს შესაბამისი გარემო, სათანადო პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით; ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები. მუხლი 8. სტაჟირების ვადამდე შეწყვეტა 1. სტაჟიორთან დადებული ხელშეკრულება წყდება: ა) სტაჟიორის პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას; გ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; 2. სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება გასცემს ცნობას, სადაც აისახება ფაქტობრივად გავლილი სტაჟირების პერიოდი და ჩაითვლება საერთო სტაჟში მუხლი 9. სტაჟირების დასრულება სტაჟირების პერიოდის დასრულების შემდგომ მერია გასცემს ცნობას პირის მიერ სტაჟირების გავლის თაობაზე. მუხლი 10. სამსახურის სტაჟი სამსახურის სტაჟი მოიცავს მერიაში სტაჟირების პერიოდს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები