„წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 69
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 27/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016671
69
27/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
300320000.16.009.016671
„წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №69

2023 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 29-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილების  (ვებგვერდი,  21.08.2017,  სარეგისტრაციო  კოდი: 300320000.16.009.016222) პირველი პუნქტით დამტკიცებული „წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №1):

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის (შემდგომში – მეთოდოლოგია) მიზანია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინების ტარიფების დადგენის წესისა და პრინციპების განსაზღვრა.“;

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. მეთოდოლოგიის მოქმედების სფერო

მეთოდოლოგია ვრცელდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ, რეგულირებას დაქვემდებარებულ წყალმომარაგების საქმიანობაზე.“;

გ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინამდებარე მეთოდოლოგიაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით.“;

დ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ღ) რეგულირებადი საქმიანობა – ამ მეთოდოლოგიის მიზნებისთვის, წყალმომარაგების საქმიანობა, რომელიც რეგულირდება კომისიის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“;

ე) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. იმ შემთხვევაში, თუ დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის შედეგად გამოვლინდა კომისიის მიერ 2023 წლის 27 ივნისის №27 დადგენილებით დამტკიცებული „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პერიოდის ინფორმაცია, რომლის იდენტიფიცირებაც არ მოხდა წინა სატარიფო წლის (წლების) ტარიფების გაანგარიშებისას, კომისია უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენოს საბაზისო წლის აუდიტის შედეგების კორექტირებისთვის. კორექტირება განხორციელდება ამ მეთოდოლოგიის IV თავში ასახული პრინციპების გათვალისწინებით.“;

ვ) მე-8 მუხლის მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „131“ და „132“ პუნქტები:

„131. საწარმოს მიერ რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულების რეგულირებადი აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულებაზე ნაკლები ოდენობით ტარიფში გათვალისწინების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულებას განსაზღვრავს საწარმოს მოთხოვნის გათვალისწინებით.

132. ამ მუხლის 131 პუნქტით გათვალისწინებული პირობა ძალაშია საწარმოს მიერ მომდევნო რეგულირების პერიოდის რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულების რეგულირებადი აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულებით გათვალისწინების მოთხოვნამდე.“;

ზ) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი:

„31. სატარიფო რეგულირების პერიოდის ტარიფის გაანგარიშებისას კომისია უფლებამოსილია  განახორციელოს საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზის კორექტირება დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ანგარიშში სახელფასო ფონდთან დაკავშირებული მითითების გათვალისწინებით.“;

თ) მე-15 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. წყლის მიღებასთან, სასმელი წყლის წარმოებასა და მის მიწოდებასთან დაკავშირებული ცვლადი დანახარჯები იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

 

ი) 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, წყლის მიღებასთან, სასმელი წყლის წარმოებასა და მის მიწოდებასთან დაკავშირებული ცვლადი დანახარჯების ფაქტობრივი მნიშვნელობა იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

 

3. საწარმოსათვის, რომელიც წყალმომარაგების საქმიანობის განხორციელებისათვის შეისყიდის სასმელ წყალს, ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, წყლის მიღებასთან და მის მიწოდებასთან დაკავშირებული ცვლადი დანახარჯების ფაქტობრივი მნიშვნელობა იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

 

კ) 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 26. ტარიფების კორექტირება რეგულირების პერიოდის განმავლობაში

1. სატარიფო რეგულირების პერიოდის განმავლობაში ტარიფები ექვემდებარება კორექტირებას იმ ფაქტორებით, რომელთა ანალიზიც არ საჭიროებს დანახარჯების მარეგულირებელ აუდიტს:

ა) მომხმარებლებისათვის ფაქტობრივად მიწოდებული წყლის მოცულობა;

ბ) წყალმომარაგების სისტემაში წყლის მიღებასთან, სასმელი წყლის წარმოებასა და მის მიწოდებასთან დაკავშირებული ელექტროენერგიის შესყიდვის დანახარჯი;

გ) ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლები;

დ) ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მოცემულ ფაქტორების საპროგნოზო მაჩვენებლების ცვლილებები;

ე) სპეციალური საოპერაციო დანახარჯების საპროგნოზო ცვლილებები (spOPEX);

ვ)  კომისიასთან შეთანხმებულ საინვესტიციო გეგმაში შეტანილი ცვლილებები.

2. იმ შემთხვევაში, თუ სატარიფო რეგულირების პერიოდის მიმდინარეობისას, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მოცემული ფაქტორებით გამოწვეული კორექტირების კომპონენტების ჯამის აბსოლუტური მაჩვენებელი აჭარბებს ამავე სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის განსაზღვრული რეგულირებადი დანახარჯების ბაზის საშუალო წლიური ოდენობის 7%-ს, რეგულირებული საწარმოს მიერ სატარიფო განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში, კომისია განახორციელებს ზემოაღნიშნული კორექტირების კომპონენტებით სატარიფო რეგულირების პერიოდზე რეგულირებული საწარმოსათვის დადგენილი ტარიფების კორექტირებას აღნიშნული გარემოების დადგომის მომდევნო სატარიფო წლის დასაწყისიდან  ამ თავში ასახული პრინციპების შესაბამისად.

3. იმ შემთხვევაში, თუ სატარიფო რეგულირების პერიოდის მიმდინარეობისას, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებში მოცემული ფაქტორებით გამოწვეული კორექტირების კომპონენტების ჯამის აბსოლუტური მაჩვენებელი აჭარბებს ამავე სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის განსაზღვრული რეგულირებადი დანახარჯების ბაზის საშუალო წლიური ოდენობის 10%-ს, რეგულირებული საწარმოს მიერ სატარიფო განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ზემოაღნიშნული კორექტირების კომპონენტებით სატარიფო რეგულირების პერიოდზე რეგულირებული საწარმოსათვის დადგენილი ტარიფების კორექტირება აღნიშნული გარემოების დადგომის მომდევნო სატარიფო წლის დასაწყისიდან ამ თავში ასახული პრინციპების შესაბამისად.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საწარმოს ტარიფის კორექტირების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია, სატარიფო რეგულირების პერიოდის დარჩენილ სატარიფო წლებზე განაახლოს რეგულირებული საწარმოს მიერ მომხმარებლებისათვის მისაწოდებელი წყლის საპროგნოზო მოცულობა მეთოდოლოგიის მე-15 მუხლში ასახული პრინციპების შესაბამისად.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე რეგულირებული საწარმოს ტარიფის კორექტირების შემთხვევაში კომისია გაითვალისწინებს გასული სატარიფო რეგულირების პერიოდის ბოლო სატარიფო წლის იმავე კორექტირების კომპონენტებს.

6. კომისია უფლებამოსილია, გააკორექტიროს რეგულირებული საწარმოს ტარიფი ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული კორექტირების კომპონენტების უფრო ნაკლები პროცენტული გადახრის შემთხვევაში.

7. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემთხვევაში, რეგულირებულმა საწარმომ სატარიფო განაცხადი უნდა წარმოადგინოს შესაბამისი წლის  არაუადრეს 4 ივლისისა და არაუგვიანეს 1 ნოემბრისა.

8. რეგულირებულ საწარმოთა შერწყმის (გაერთიანება, მიერთება) შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია უფლებამონაცვლე რეგულირებულ საწარმოს დაუდგინოს ტარიფი მეთოდოლოგიით განსაზღვრული პრინციპების მიხედვით შესაბამისი სატარიფო წლის განმავლობაში და ტარიფის მოქმედების ვადა განსაზღვროს მიმდინარე სატარიფო რეგულირების პერიოდის ან მომდევნო სატარიფო რეგულირების პერიოდის ბოლომდე.

9. იმ რეგულირებულ საწარმოთა შერწყმის (გაერთიანება, მიერთება) შემთხვევაში, რომელთაც მეთოდოლოგიის საფუძველზე დადგენილი აქვთ ტარიფები შესაბამის სატარიფო რეგულირების პერიოდზე, კომისია უფლებამოსილია უფლებამონაცვლე რეგულირებულ საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა განსაზღვროს შერწყმამდე (გაერთიანება, მიერთება) არსებული რეგულირებული საწარმოების რეგულირებადი დანახარჯების ბაზების გაერთიანების (კონსოლიდაციის) შედეგად.

10. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემთხვევაში, სატარიფო განაცხადის წარმოდგენისას, რეგულირებულ საწარმოზე არ ვრცელდება მეთოდოლოგიის 29-ე  მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა.“;

ლ) 30-ე მუხლის „11“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „12“ პუნქტი:

„12. 2024-2026 სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების განაკვეთი (WACC) შეადგენს 15.45%-ს, რომლის კომპონენტების და მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთის (rsd) სიდიდეები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ურისკო საპროცენტო განაკვეთი (rrf) – 8.15%;

ბ) სესხის ღირებულება (rd) – 15.41%;

გ) ბაზრის რისკის პრემია (mp) – 5.27%;

დ) ქვეყნის დეფოლტრისკი (ds) – 3.22%;

ე) ქვეყნის რისკი (cr) – 4.57%;

ვ) სექტორული რისკის კოეფიციენტი (β) – 0.7;

ზ) მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთი (rsd) – 13.47%.“;

მ) 30-ე მუხლის „21“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. 2021-2023 და 2024-2026 სატარიფო რეგულირების პერიოდებისთვის ზოგადი ეფექტიანობის ფაქტორი (Xზოგ) უდრის 1.5%-ს, ხოლო ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე კონკრეტული საწარმოს პირველი რეგულირების პერიოდის შესაბამისი ტარიფის გაანგარიშების წლისთვის უდრის – 0%-ს. ამასთან, ინდივიდუალური ეფექტიანობის ფაქტორი (Xინდ) – 0%-ს.“ ;

ნ) 30-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე წყალმომარაგების ტარიფების დადგენისას კომისია იყენებს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 163-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი