დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 25 |
დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 28/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.163.016604 |
|
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 24/11/2017; 010250020.35.163.016355).
1. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებით „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მერიის სამსახურებია: 3.1. ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც მოიცავს: ა) მოქალაქეთა მომსახურების, საქმისწარმოების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებას; ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას; გ) მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილებას. 3.2. შიდა აუდიტის სამსახური, რომელიც მოიცავს: ა) შიდა აუდიტის განყოფილებას; ბ) რეკომენდაციების მონიტორინგის განყოფილებას. 3.3. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური, რომელიც მოიცავს: ა) ჯანმრთელობის დაცვის განყოფილებას; ბ) სოციალურ საკითხთა განყოფილებას; გ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას. 3.4. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, რომელიც მოიცავს: ა) კულტურისა და განათლების განყოფილებას; ბ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებას. 3.5. ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური, რომელიც მოიცავს: ა) ქონების მართვის განყოფილებას; ბ) შესყიდვების განყოფილებას; გ) ტურიზმის განვითარების განყოფილებას; დ) საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილებას. 3.6. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, რომელიც მოიცავს: ა) საბიუჯეტო განყოფილებას; ბ) სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას. 3.7. იურიდიული სამსახური, რომელიც მოიცავს: ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებას; ბ) ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილებას; გ) ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირების განყოფილებას. 3.8. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური, რომელიც მოიცავს: ა) ინფრასტრუქტურის განყოფილებას; ბ) სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილებას; გ) ძეგლთა დაცვის განყოფილებას“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები