დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №2-1282 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2-5 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
მიღების თარიღი | 09/01/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/01/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.023.016849 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №2-1282 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №2-1282 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.023.016614) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების: |
1.
მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:
„ზ) გენეტიკური ტესტირების ლაბორატორია; თ) პოლიმერების ტესტირების ლაბორატორია.“. |
2.
მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები:
„11. გენეტიკური ტესტირების ლაბორატორიის ფუნქციებია: ა) გენოტიპირების ახალი მეთოდების დანერგვა ცხოველთა და მცენარეთა დაავადებების და სურსათის კვლევის მიმართულებით; ბ) ამპლიკონზე დაფუძნებული მეტაგენომიური კვლევები; გ) სრული გენომის მეტაგენომიური კვლევები; დ) აგროგენომიკის ტრანსფორმირება NGS-ის მეშვეობით; ე) ბიბლიოთეკის მომზადება მთელი გენომის თანმიმდევრობისთვის (WGS); ვ) ბიოინფორმატიკული ბაზების შექმნა და ანალიზი. 12. პოლიმერების ტესტირების ლაბორატორიის ფუნქციებია: ა) პოლიოლეფინების დეგრადაციის ხარისხის განსაზღვრა (დაჩქარებული მომწიფების პირობების შექმნის სიმულაციით); ბ) ელემენტური შემადგენლობის განსაზღვრა; გ) პოლიმერის სტრუქტურის, პოლიმერის ტიპის იდენტიფიკაცია.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები