საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 135
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 28/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 12/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.017174
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
135
28/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
010320040.22.026.017174
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/12/2023 - 12/08/2025)

საქართველოს

თავდაცვის  მინისტრის 

ბრძანება №135

2023 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №94 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. დეპარტამენტის უფროსი  (პირველი რანგი, კატეგორია – საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი).

2. აუდიტის, შიდა კონტროლის, ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტერიის, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, რისკების/პროექტების/ადამიანური რესურსების მართვის ან სამართლის სფეროში მუშაობის 5 წლის გამოცდილება, მათ შორის, 2 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე. სასურველია საჯარო შიდა/გარე აუდიტის ან რისკის მართვის მიმართულებით, სამართლებრივ აქტებზე (ექსპერტიზა, ანალიზი ან შემუშავება) და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან ან დონორებთან მუშაობის გამოცდილება.

3. შემდეგი ნორმატიული აქტების და სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) თავდაცვის კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

ზ) „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელოს/ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილება;

თ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება;

ი) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;

კ) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;

ლ) შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩო (International Professional Practices Framework).

4. სასურველია ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების, სტატისტიკისა და კვლევის მეთოდების ცოდნა.

5. სასურველია შიდა აუდიტორის საერთაშორისო სერტიფიკატი (CIA).

6. სასურველია გამოცდილება რისკის მართვის სფეროში.

7. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე (სასურველია ინგლისური ენის გარდა, დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე).

8.  კომპიუტერული პროგრამების: MS Word, MS Excel, MS PowerPoint კარგად ცოდნა.

მუხლი 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (მეორე რანგი, კატეგორია – საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი).

2. აუდიტის, შიდა კონტროლის, ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტერიის, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, რისკების/პროექტების/ადამიანური რესურსების მართვის ან სამართლის სფეროში მუშაობის 3 წლის გამოცდილება, მათ შორის, 1 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე. სასურველია საჯარო შიდა/გარე აუდიტის ან რისკის მართვის მიმართულებით, სამართლებრივ აქტებზე (ექსპერტიზა, ანალიზი ან შემუშავება) და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან ან დონორებთან მუშაობის გამოცდილება.

3. შემდეგი ნორმატიული აქტების და სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) თავდაცვის კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

ზ) „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელოს/ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილება;

თ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება;

ი) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;

კ) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;

ლ) შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩო (International Professional Practices Framework).

4. სასურველია ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების და ადმინისტრაციული სამართლის, სტატისტიკისა და კვლევის მეთოდების ცოდნა.

5. სასურველია შიდა აუდიტორის საერთაშორისო სერტიფიკატი (CIA).

6. სასურველია გამოცდილება რისკის მართვის სფეროში.

7. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე (სასურველია ინგლისური ენის გარდა, დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე).

8.  კომპიუტერული პროგრამების: MS Word, MS Excel, MS PowerPoint კარგად ცოდნა.

მუხლი 3. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ბიზნესის და ადმინისტრირების, სამართლის, სოციალური და ქცევითი მეცნიერებების ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით).

2. აუდიტის, შიდა კონტროლის, ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტერიის, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, რისკების/პროექტების/ადამიანური რესურსების მართვის ან სამართლის სფეროში  2  წლის მუშაობის გამოცდილება.

3. სასურველია საჯარო სექტორში შიდა აუდიტორად მუშაობის ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების  აუდიტის ჩატარების 3-წლიანი გამოცდილება.

4. შემდეგი ნორმატიული აქტების და სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) თავდაცვის კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

ზ) „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელოს/ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილება;

თ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება;

ი) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;

კ) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;

ლ) შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩო  (International Professional Practices Framework).

5. სასურველია ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების, სტატისტიკისა და კვლევის მეთოდების ცოდნა, ასევე მმართველობითი, რისკის მართვის და კონტროლის ღონისძიებების ცოდნა.

6. სასურველია შიდა აუდიტორის საერთაშორისო სერტიფიკატის (CIA) ფლობა.

7. ინგლისური ენის (B1 დონე) ცოდნა. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე).

8. კომპიუტერული პროგრამების: MS Word, MS Excel, MS PowerPoint კარგად ცოდნა. სასურველია Visio-ს ცოდნა.

მუხლი 4. შიდა აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ბიზნესის და ადმინისტრირების, სამართლის, სოციალური და ქცევითი მეცნიერებების ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით).

2. აუდიტის, შიდა კონტროლის, ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტერიის, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, რისკების/პროექტების/ადამიანური რესურსების მართვის ან სამართლის სფეროში მუშაობის 1 წლის გამოცდილება. სასურველია საჯარო შიდა აუდიტორად, ასევე საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

3. შემდეგი ნორმატიული აქტების და სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) თავდაცვის კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

ზ) „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელოს/ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილება;

თ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება;

ი) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;

კ) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;

ლ) შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩო (International Professional Practices Framework).

4. სასურველია ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების, სტატისტიკისა და კვლევის მეთოდების ცოდნა.

5. სასურველია შიდა აუდიტორის საერთაშორისო სერტიფიკატი (CIA).

6. ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე.

7. კომპიუტერული პროგრამების: MS Word, MS Excel, MS PowerPoint კარგად ცოდნა.

მუხლი 5. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ბიზნესის და ადმინისტრირების, სამართლის, სოციალური და ქცევითი მეცნიერებების ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით).

2. აუდიტის, შიდა კონტროლის, ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტერიის, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, რისკების/პროექტების/ადამიანური რესურსების მართვის, სამართლის, ორგანიზაციის პოლიტიკის შემუშავების ან საქმისწარმოების სფეროში 1 წლის მუშაობის გამოცდილება. სასურველია საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

3. შემდეგი ნორმატიული აქტების და სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) თავდაცვის კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

ზ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება;

თ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;

ი) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება.

4. სასურველია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს  (International Professional Practices Framework) და საქმისწარმოების პრინციპების ცოდნა.

5. სასურველია ინგლისური ენის (B1 დონე) ცოდნა.

6. კომპიუტერული პროგრამების: MS Word, MS Excel, MS PowerPoint კარგად ცოდნა.

მუხლი 6. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია - მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ბიზნესის და ადმინისტრირების, სამართლის, სოციალური და ქცევითი მეცნიერებების ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით).

2.  სამუშაო გამოცდილება:  1 წელი.

3. შემდეგი ნორმატიული აქტების და სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) თავდაცვის კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

ზ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება;

თ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;

ი) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება.

4. სასურველია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს  (International Professional Practices Framework) და საქმისწარმოების პრინციპების ცოდნა.

5. სასურველია ინგლისური ენის (B1 დონე) ცოდნა.

6. კომპიუტერული პროგრამების: MS Word, MS Excel, MS PowerPoint კარგად ცოდნა.

მუხლი 7. შიდა აუდიტის დეპარტამენტის სპეციალისტი (მეოთხე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ბიზნესის და ადმინისტრირების, სამართლის, სოციალური და ქცევითი მეცნიერებების ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით).

2.   შემდეგი ნორმატიული აქტების და სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) თავდაცვის კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

ზ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება;

თ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;

ი) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება.

3. სასურველია ინგლისური ენის (B1 დონე) ცოდნა.

4. კომპიუტერული პროგრამების: MS Word, MS Excel, MS PowerPoint კარგად ცოდნა.