„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 525
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.024357
525
27/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
470230000.10.003.024357
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №525 

2023 წლის 27 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების 32 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში, შესაბამისი მომსახურების (გარდა №1.12 („სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით“), №1.13 („თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაცია“), №1.15 („ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება“) და №1.16 („ონკოლოგიურ პაციენტთა სიმსივნის საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტით უზრუნველყოფა“) დანართებით განსაზღვრული მომსახურებისა) მიწოდების მსურველი დაწესებულებების ახალ მიმწოდებლად რეგისტრაციაზე გამოცხადდეს მორატორიუმი, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“):

ა) მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებას პროგრამის განმახორციელებელი ახორციელებს სრულად, ყველა შემთხვევაზე ან, საჭიროებისამებრ, შერჩევითი პრინციპით. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შერჩევითი პრინციპით განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება პროგრამის განმახორციელებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით.“;

ბ) მე-15 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. შემთხვევები, რომლებიც ამ დანართის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შერჩევითი პრინციპით არ დაექვემდებარა ინსპექტირებას, ექვემდებარება ანაზღაურებას.“;

გ) 21-ე მუხლის პირველი პუნქტის:

გ.ა) „ა“ ქვეპუნქტის:

გ.ა.ა) „ა.გ“ ქვეპუნქტის „ა.გ.ბ“ და „ა.გ.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ.ბ) იმ პირებისთვის, რომლებიც ამავე დადგენილების მე-4 მუხლის „ი1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევით – სამედიცინო მომსახურებას დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ვ“, „ბ.ა.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ასევე დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქირურგიულ მომსახურებას ამ დანართის მე-11 მუხლის 51 პუნქტში მითითებული ონკოლოგიური დიაგნოზების გამო;

ა.გ.გ) იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზით ამ პუნქტის „ა.გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს შეუწყდა სადაზღვევო კონტრაქტის მოქმედება და აღარ არის დაზღვეული, ასეთი (დაზღვევის არმქონე) პირი, სადაზღვევო კონტრაქტის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში უფლებამოსილი იქნება, მიიღოს ამ დადგენილების დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.ვ“, „ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურება. ასევე დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქირურგიული მომსახურება ამ დანართის მე-11 მუხლის 51 პუნქტში მითითებული ონკოლოგიური დიაგნოზების გამო, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ისარგებლოს კატეგორიის შესაბამისი დანართ №1.1-ით განსაზღვრული პაკეტით;“;

გ.ა.ბ) „ა.დ“ ქვეპუნქტის „ა.დ.ბ“ და „ა.დ.გ“ ქვეპუნქტები და „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.დ.ბ) იმ პირებისთვის, რომლებიც, ამავე დადგენილების მე-4 მუხლის „ი1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევით – სამედიცინო მომსახურებას დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასევე დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქირურგიულ მომსახურებას ამ დანართის მე-11 მუხლის 51 პუნქტში მითითებული ონკოლოგიური დიაგნოზების გამო;

ა.დ.გ) იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზით ამ პუნქტის „ა.დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს შეუწყდა სადაზღვევო კონტრაქტის მოქმედება და აღარ არის დაზღვეული, ასეთი (დაზღვევის არმქონე) პირი სადაზღვევო კონტრაქტის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში უფლებამოსილი იქნება, მიიღოს ამ დადგენილების დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურება, ასევე დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქირურგიული მომსახურება ამ დანართის მე-11 მუხლის 51 პუნქტში მითითებული ონკოლოგიური დიაგნოზების გამო, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ისარგებლოს კატეგორიის შესაბამისი დანართ №1.1-ით განსაზღვრული პაკეტით;“;

„ა.ე) იმ პირებისთვის, რომელთა წლიური შემოსავალი ამავე დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 21-ე მუხლის 11 და 15 პუნქტების შესაბამისად არის 40 000 ლარი და მეტი, კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართვის მიუხედავად – სამედიცინო მომსახურებას დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასევე დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქირურგიულ მომსახურებას ამ დანართის მე-11 მუხლის 51 პუნქტში მითითებული ონკოლოგიური დიაგნოზების გამო;“;

გ.ბ) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის სამედიცინო მომსახურებას დანართ №1.3-ის შესაბამისად; ამასთანავე, იმ პირებისთვის, რომელთა წლიური შემოსავალი ამავე დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 21-ე მუხლის 11 და 15 პუნქტების შესაბამისად არის 40 000 ლარი და მეტი (გარდა საპენსიო ასაკისა) – სამედიცინო მომსახურებას დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.გ“ და მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ასევე დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.ა.ბ“ და „გ.ბ“ და მე-2 პუნქტის „გ.ა.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქირურგიულ მომსახურებას ამ დანართის მე-11 მუხლის 51 პუნქტში მითითებული ონკოლოგიური დიაგნოზების გამო;

გ) ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის (ვეტერანები) სამედიცინო მომსახურე­ბას დანართ №1.4-ის შესაბამისად; ამასთანავე, იმ ვეტერანებისთვის, რომლებიც დაზღვეულნი არიან კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ, ასევე რომელთა წლიური შემოსავალი ამავე დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 21-ე მუხლის 11 და 15 პუნქტების შესაბამისად არის 40 000 ლარი და მეტი, კერძო დაზღვევის ქონის მიუხედავად – სამედიცინო მომსახურებას დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასევე დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქირურგიულ მომსახურებას ამ დანართის მე-11 მუხლის 51 პუნქტში მითითებული ონკოლოგიური დიაგნოზების გამო.“.

3. დადგენილების დანართ №1.8-ის (პროგრამით გათვალისწინებული „კარდიოქირურგია/ინტერვენციული  კარდიოლოგია/რითმოლოგიის მომსახურება და შემთხვევის ღირებულებები“) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეფიბრილატორების შესყიდვა:

ა) ერთკამერიანი/ორკამერიანი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორისა და რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორის შესყიდვა სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შესყიდული საქონელი გადაეცემა განმახორციელებელს, რომელიც ამ საქონელს მიმწოდებელს უსასყიდლოდ გადასცემს. შესყიდული საქონელი არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის ნუსხა, სამედიცინო დაწესებულებებისთვის გადაცემისა და განაწილების წესი მტკიცდება, კომპეტენციების შესაბამისად, სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, სამინისტროსთან შეთანხმებით;

დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების (მათ შორის, ლოგისტიკის) 2023 წლის ბიუჯეტი შეადგენს 5,067.4 ათას ლარს.“.

4. დადგენილების დანართი №1.16-ის („ონკოლოგიურ პაციენტთა სიმსივნის საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტით უზრუნველყოფა“) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო მიმწოდებელთან კოორდინაციით უზრუნველყოფს იმ მედიკამენტებზე გაცემული საგარანტიო ფურცლის (ვადის ამოწურვამდე) ჩანაცვლებას, რომელთა შესყიდვა ხორციელდება ამ დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი