მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016519
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
37
27/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
010250050.35.154.016519
მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/12/2023 - 30/05/2025)

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2023 წლის 27 დეკემბერი

დაბა თიანეთი

 

მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საფუძველზე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
     
1. დამტკიცდეს მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დანართი N 1 შესაბამისად.
2. განისაზღვროს ფულადი ჯილდოს ოდენობები  საპრიზო ადგილების  მიხედვით, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2.        
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი



         
    

დანართი №1

  მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების  წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესი

 

 მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი განსაზღვრავს თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მაღალი სპორტული  შედეგების მქონე  სპორტსმენების და მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესებას, გასაცემი თანხის ოდენობას, მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას და გაცემის პირობებს.

2. ფულადი ჯილდოს გაცემა მოხდება  თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის  ,,სპორტული ღონისძიებების“ ქვეპროგრამის  (პროგრამული კოდი  050102) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.

მუხლი 2.  ფულადი ჯილდოს გაცემის  მიზანი

ფულადი ჯილდოს გაცემის მიზანია სპორტის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია, სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობა, მაღალი სპორტული შედეგების მქონე   სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა.

მუხლი 3.  პირები, ვისზეც გაიცემა ფულადი ჯილდო სპორტში

1. საქართველოს ტერიტორიაზე თიანეთის მუნიციპალიტეტის სახელით და საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სპორტსმენ(ებ)ზე, რომელიც სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებზე, ტურნირებზე, ჩემპიონატებზე და სხვა ასპარეზობებზე წარადგინა:

ა) სპორტის ფედერაციამ;

ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა სასპორტო დაწესებულებამ;

გ) შეჯიბრებაში მონაწილეობდა პირადი ინიციატივით ( სპორტსმენი რეგისტრირებული უნდა იყოს თიანეთის მუნიციპალიტეტში);

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მწვრთნელებზე, რომლებიც სასწავლო საწვრთნელო საქმიანობას ახორციელებენ  თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ   სპორტულ დაწესებულებაში  ან /და სამწვრთნელო საქმიანობას ახორციელებენ თიანეთის მუნიციპალიტეტში და  მათ მიერ მომზადებულმა  სპორტსმენ( ებ)მა დაიკავეს წინამდებარე  დადგენილებით განსაზღვრული  საპრიზო ადგილი.

ე) გუნდურ და ეკიპაჟურ სახეობებში პირველი საპრიზო ადგილის  დაკავების შემთხვევაში, გამარჯვებულ გუნდზე და მათ მწვრთნელებზე;

ვ) საქართველოს ჩემპიონატსა და საერთაშორისო  ტურნირებზე ვეტერანი სპორტსმენის სტატუსით  მოასპარეზე პირებზე;

ვ) პარასპორტსმენებზე

2. ფულადი ჯილდო არ გაიცემა კომერციულ ტურნირში მონაწილე სპორტსმენებზე  და მათ მწვრთნელებზე.

მუხლი 4. ფულადი ჯილდოს მისაღებად პირის მიერ მერიაში წარსადგენი დოკუმენტაცია

1.  ფულადი ჯილდოს მიღების მიზნით, პირ(ებ)მა  განცხადებით უნდა მიმართოს  თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს და წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)   შესაბამისი ტიტულის მოპოვების  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ან ცნობა ტიტულის მოპოვების შესახებ შესაბამისი ფედერაციიდან;

ბ)  სრულწლოვანი სპორტსმენის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი სპორტსმენის შემთხვევაში - დაბადების მოწმობის ასლი;

გ) სრულწლოვანი სპორტსმენის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, ხოლო არასრულწლოვანი სპორტსმენის შემთხვევაში - მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) მწვრთნელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ე) სპორტსმენის / მწვრთნელის  თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. საქართველოს ჩემპიონატზე  სპორტსმენის მიერ ერთ შეჯიბრებაში, სპორტის ერთი სახეობის რამდენიმე მიმართულების ერთი ან მეტი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში,  დადგენილების დანართი N2-ით განსაზღვრული ფულადი ჯილდოს ოდენობების შესაბამისად, სპორტსმენს ფულადი ჯილდო გადაეცემა ყველა საპრიზო ადგილის დაკავებისთვის - ერთი ფულადი ჯილდო სრულად, რომლის მოცულობაც  მეტია  და დანარჩენი  ოდენობის  30 %.

 3. საქართველოს ჩემპიონატზე ერთ შეჯიბრებაში, ერთი მწვრთნელის რამდენიმე სპორტსმენის მიერ სპორტის ერთი სახეობის რამდენიმე მიმართულების ან ერთი სპორტსმენის მიერ სპორტის ერთი სახეობის რამდენიმე მიმართულების ერთზე მეტი გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, დადგენილების დანართი N2-ით განსაზღვრული ფულადი ჯილდოს ოდენობების შესაბამისად,  მწვრთნელს გადაეცემა  ერთი ფულადი ჯილდო სრულად, რომლის მოცულობა მეტია და დანარჩენი ოდენობების 30 %.

მუხლი 5. ფულადი ჯილდოს ანაზღაურება

ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით

მუხლი 6. ფოლადი ჯილდოს გაცემა  მწვრთნელზე

მწვრთნელი დაჯილდოვდება დადგენილების დანართი #2-ით სპორტსმენისათვის გათვალისწინებული ჯილდოს 50 %-ის ოდენობის თანხით.

მუხლი 7. ფულადი ჯილდოს გაცემა გუნდის წევრებსა და მის მწვრთნელზე

1. წინამდებარე წესის მიზნებისათვის გუნდი განიმარტება, როგორც თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ  ორგანიზაციაში მოქმედი სპორტული წრის გუნდი.

2. ჯილდო გაიცემა გუნდზე, რომელიც შესაბამის ლიგაში დაიკავებს პირველ საპრიზო ადგილს.

3. გუნდის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, ამ წესის  მე-2 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა დაერთოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის  გაცემული ცნობა, მწვრთნელისა და სპორტული წრის არსებობის შესახებ.

4.  გუნდის ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად: მწვრთნელი  500 ლარი, განაცხადში მითითებული გუნდის თითოეული  წევრი -200 ლარი

მუხლი 8. ფულადი ჯილდოს გაცემის წესი

1. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებისა  დოკუმენტაციის სისწორეს ამოწმებს მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.

2. ფულადი ჯილდო გაიცემა მუნიციპალიტეტის  მერის ბრძანებით, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  მხრიდან  მერის სახელზე მომზადებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.

მუხლი 9.  ფულადი ჯილდოს გაცემის  წესის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა

1. წინამდებარე  ფულადი ჯილდოს გაცემის წესს თიანეთის მუნიციპალიტეტის  მერი  დასამტკიცებლად წარუდგენს       მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

2.  აღნიშნულ წესში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი10. ფულადი ჯილდოს  ამოქმედების ვადა:

ფულადი ჯილდოს გაცემის წესი   ამოქმედეს  2024 წლის 01 იანვარიდან



       
      

დანართი №2

ფულადი ჯილდოს ოდენობები საპრიზო ადგილების მიხედვით

 

1.მსოფლიო ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობებში

                                            (უფროსი ასაკი)

I ადგილი  3000 ლარი

II ადგილი 2000  ლარი

III ადგილი  1500 ლარი

2..მსოფლიო ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობებში

 (ახალგაზრდები, ჭაბუკები)

  I ადგილი 2000 ლარი

 II ადგილი 1500 ლარი

 III ადგილი  1000 ლარი

3.  მსოფლიო ჩემპიონატი არაოლიმპიურ  სახეობაში

                                              (უფროსი ასაკი)

I ადგილი 1200 ლარი

II ადგილი  1000 ლარი

III ადგილი 800  ლარი

4. მსოფლიო ჩემპიონატი  არაოლიმპიურ სახეობებში

          (ახალგაზრდები, ჭაბუკები)

I ადგილი 1000 ლარი

II ადგილი  800 ლარი

III ადგილი   600 ლარი

5.ევროპის ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში

                  (უფროსი ასაკი)

I ადგილი    2500 ლარი

II ადგილი     2000 ლარი

III ადგილი     1500 ლარი

6.ევროპის ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში

(ახალგაზრდები, ჭაბუკები)

I ადგილი  1500  ლარი

II ადგილი  1200  ლარი

III ადგილი 1000 ლარი

 

7.ევროპის ჩემპიონატი არაოლიმპიურ სახეობაში

( უფროსი ასაკი)

I ადგილი  1000 ლარი

 II ადგილი  800 ლარი

 III ადგილი   600  ლარი

 

8.ევროპის ჩემპიონატი არაოლიმპიურ სახეობაში

( ახალგაზრდები, ჭაბუკები)

I ადგილი 800  ლარი

II ადგილი   600 ლარი

III ადგილი   500  ლარი

9.საქართველოს ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში

                            (უფროსი ასაკი)

  I  ადგილი  1500 ლარი

  II ადგილი 1200 ლარი

  III ადგილი  1000 ლარი

10.საქართველოს ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში

        (ახალგაზრდები, ჭაბუკები)

 

I ადგილი  1200 ლარი

II ადგილი   900  ლარი

III ადგილი  600   ლარი

11. საქართველოს ჩემპიონატი არაოლიმპიურ   სახეობაში

(უფროსი ასაკი)

 

I ადგილი  700 ლარი

II ადგილი  500 ლარი

III ადგილი  400 ლარი

12. საქართველოს ჩემპიონატი არაოლიმპიურ   სახეობაშ

(ახალგაზრდები, ჭაბუკები)

 

I ადგილი  500 ლარი

II ადგილი  400 ლარი

III ადგილი  300 ლარი

13. მსოფლიო ოლიმპიური თამაშები

(უფროსი ასაკი)

 I ადგილი 5 000 ლარი

II ადგილი 4 000 ლარი

III ადგილი 3 000 ლარი

14.  მსოფლიო ოლიმპიური თამაშები

(ახალგაზრდები, ჭაბუკები)

 

I ადგილი 2500  ლარი

II ადგილი  2000  ლარი

III ადგილი 1500  ლარი

 

15. ევროპის თამაშები (ოლიმპიური)

(უფროსი ასაკი)

 

I ადგილი  2000 ლარი

II ადგილი 1500 ლარი

III ადგილი 1000 ლარი

 

16. ევროპის თამაშები (ოლიმპიური)

(ახალგაზრდები, ჭაბუკები)

 

I ადგილი 1200  ლარი

II ადგილი 1000 ლარი

III ადგილი 800  ლარი

 

17. საქართველოს ფალავანი (ქართული ჭიდაობა)

 

I ადგილი  2000 ლარი

II  ადგილი 1500 ლარი

III ადგილი 1000 ლარი

 

  18. ვეტერანები ოლიმპიურ სახეობებში

        ოლიმპიადა                                        მსოფლიო                                      ევროპა

I ადგილი 2 000 ლარი                     I ადგილი 1700  ლარი                 I ადგილი 1400ლარი

II ადგილი 1 700 ლარი                  II ადგილი 1 400  ლარი              II ადგილი  1100 ლარი

III ადგილი 1 400 ლარი                 III ადგილი 1100  ლარი              III ადგილი 800 ლარი

 

 19. ვეტერანები არაოლიმპიურ სახეობებში

 

        მსოფლიო                                                                           ევროპა

I ადგილი  800 ლარი                                                I ადგილი 700 ლარი

II ადგილი 700 ლარი                                               II ადგილი 600 ლარი

III ადგილი 600 ლარი                                             III ადგილი  500 ლარი

20.  საქართველოს ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში

კადეტებში 15 წლამდე

 

I ადგილი 600 ლარი

II ადგილი 500  ლარი

III ადგილი 300 ლარი

 

 21.     საქართველოს ჩემპიონატი  არაოლიმპიურ სახეობაში

 

  კადეტებში 15 წლამდე

 

I ადგილი 350  ლარი

II ადგილი 250 ლარი

III ადგილი 200 ლარი

 

22.     ევროპის ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში

კადეტებში 15 წლამდე

 

I ადგილი 800 ლარი

II ადგილი 600 ლარი

III ადგილი 500 ლარი

 

23.   ევროპის ჩემპიონატი, არაოლიმპიურ სახეობაში

 

                       კადეტებში 15 წლამდე

 

I ადგილი 400 ლარი

II ადგილი 350 ლარი

III ადგილი 250 ლარი

 

    24.    მსოფლიო ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში

                 კადეტებში 15 წლამდე

 

I ადგილი 1000 ლარი

II ადგილი 800 ლარი

III ადგილი 600 ლარი

 

   25.    მსოფლიო ჩემპიონატი არაოლიმპიურ სახეობაში

 

    კადეტებში 15 წლამდე

 

I ადგილი 500 ლარი

II ადგილი 400 ლარი

III ადგილი 300 ლარი