„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 27/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016672
70
27/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
300320000.16.009.016672
„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №70

2023 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების  საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილების (სსმ III, 2010 წლის 17 აგვისტო, №100, მუხ. 1508, სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.015003) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„5) შპს „საჩხერის წყალკანალის“ მომხმარებლებისთვის, მომხმარებელთა კატეგორიის მიხედვით, განისაზღვროს წყალმომარაგების შემდეგი ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი):

ა) გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 1.410 ლარი/მ³, მათ შორის:

ა.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 1.226 ლარი/მ³;

ა.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0.184 ლარი/მ³;

ბ) გაუმრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 8.818 ლარი/სულზე/თვეში, მათ შორის:

ბ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 7.667 ლარი/სულზე/თვეში;

ბ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 1.151 ლარი/სულზე/თვეში;

გ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 3.467 ლარი/მ³, მათ შორის:

გ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 3.334 ლარი/მ³;

გ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0.133 ლარი/მ³.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2027 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე