დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 ივნისის №87/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 392/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020050.18.011.016815 |
|
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 ივნისის №87/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 ივნისის №87/04 ბრძანებით ( www.matsne.gov.ge ; 14/06/2017 ; ს/კ: 220020050.18.011.016244) დამტკიცებული წესის 21 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი სახსრების გადარიცხვის და ვირტუალური აქტივის გადაცემის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულებით“ გათვალისწინებული ადგილობრივი და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვის ოპერაციის შესრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევით ოპერაციის განხორციელების გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები