სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016397
30
27/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
010250050.35.168.016397
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2023 წლის 27 დეკემბერი

ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№2738-XIმს-Xმპ; 04.04.2023) საქართველოს კანონის პირველი მუხლის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „ე“, „ვ“, „ნ“ ქვეპუნქტებისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები“ დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ იქნეს:
ა) განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა/დამტკიცებისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;
ბ)   მშენებლობის ნებართვის გაცემისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;
გ) მუნიციპალიტეტის მიერ მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის ფარგლებში.  
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი



დანართი №1

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, გამწვანებისთვის გამოსაყენებელი ხე მცენარეების სია

სახელწოდება ქართულად

სახელწოდება ლათინურად

ღეროს გარშემოწერილობა  (სანტიმეტრებში)

სიმაღლე (მეტრებში)

1

იფანი ჩვეულებრივი

Fraxinus excelsior

14 სმ-დან

3 - 5.5 მ.

2

იფანი გრძელფოთოლა

Fraxinus coriariaefolia

3

იფანი მახვილნაყოფა

Fraxinus oxycarpa

4

აკაკი კავკასიური

Celtis  caucasica

5

აკაკი სამხრეთული

Celtis australis

6

ცაცხვი კავკასიური

Tilia caucasica

7

ცაცხვი პატარფოთოლა (გულფოთოლა)

Tilia cordata

8

ცაცხვი უნგრული

Tilia tomentosa

9

ნეკერჩხალი მინდვრის

Acer campestre

10

დიადი ბოყვი

Acer velutinum

11

ნეკერჩხალი ,,შაქრის“

Acer saccharum

12

ნეკერჩხალი -ვერცხლისფერი

Acer saccharinum

13

ნეკერჩხალი ქართული

Acer ibeticum

14

კვიდო ხედ ფორმირებული

Ligustrum japonicum

15

სოფორა იაპონური ნამყენი ,,მტირალა“ ფორმა

Sophora japonica ‘pendula’

16

დეკორატიული  მაჟალო

Malus floribunda/Malus coccinella

17

წითელი ტყემალი

Prunus cerasifera 'Pisardii'

18

არღავანი  ( იუდას ხე)

ercis siliquastrum

19

გინკო ბილობა

Ginkgo Biloba

20

მელია

Melia azedarach

21

ფშატი

Elaeagnus  angustifolia

22

ქართული მუხა

Qurcus macranthra

23

ქვამუხა (მარადმწვანე მუხა)

Qurcus ilex

24

ზეთისხილის ხე

Olea europaea

25

ალბიცია (ლენქორანული ,,აკაცია“)

Albizzia julibrissin

26

ცხენისწაბლი

Aesculus hippocastanum

27

საკმლის ხე (საღსაღაჯი) ველური ფორმა

Pistacia mutica

28

ირმის რქა

Lagerstroeeia  indica

29

ქართული ნუში

Prunus (Amigdalus ) iberica

30

პანტა  კავკასიური

Pyrus caucasica

31

მაჟალო

Malus orientalis

32

მტირალა ტირიფი

Salix babylonica

33

თუთუბო

Rhus coriaria

34

კოწახური ჩვეულებრივი

Berberis vulgaris

35

ბერყენა

Pyrus salicifolia

36

ბროწეული

Punica granatum

 

წიწვოვანი  ხეები

37

კვიპაროსი მარადმწვანე პირამიდალური

Cupressus sempervirens pyramidalis

38

კვიპაროსი მარადმწვანე ჰორიზონტალური

Cupressus sempervirens horizantalis

39

არიზონული კვიპაროსი

Cupressus arizonica

40

ლეილანდიის კვიპაროზი

cupressus leylandii

41

ტოსკანური  კვიპაროსი

Cupresuus leylandi

42

ჰიმალაის კედარი

Cedrus deodara

43

ატლასის კედარი

Cedrus  atlantica

44

ელდარის ფიჭვი

Pinus eldarica

45

შავი  ფიჭვი

PinusPinea

46

უთხოვარი

Taxus baccata

47

ვერცხლისფერი ნაძვი

Picea pungens

48

ესპანური  სოჭი

Abies pinsapo

 

ფოთლოვანი  ბუჩქები

49

ირმის რქა ბუჩქად  ფორმირებული

 

50

დიდფოთოლა აბელია

Abelia grandiflora

51

ბუდლეა

Buddleja davidii

52

ჩვეულებრივი ბზა

Buxussempervirens

53

იაპონური  ფშატი

Elaeagnus X ebbingei ‘Limelight’

54

ფოტონია

Photinia x  fraseri ‘Red Robin’

55

სურნელოვანი ძახველი

Vibrunum tinus

56

მარადმწვანე, პრიალაფოთოლა ძახველი

Vibrunum lucidium

57

ცხრატყავა (სხვადასხვა სახეობები)

Lonicera nitida/ iberica/caucasica

58

ჩიტივაშლა (სხვადასხვა სახეობები)

Pyracantha coccinea/integerrima/ melanocarpa

59

ჭყორი

Ilex x meserveae  ‘Blue Princess’

60

ჭყორი ჭრელფოთოლა

Ilex aquifolium ‘Argentea M arginata”

61

ფიტოსპორუმი წვრილფოთოლა

Pittosporum tobira  ‘Nana’

62

იაპონური კვიდო

Ligustrum japonicum

63

კვიდო ჭრელფოთოლა

Ligustrum lucidium ‘variegata’

64

სირიული ვარდი

Hibiscus syriacus

65

ოლეანდრა

Nerium oleander

66

იუკა

Yucca gloriosa

67

ვარდი (სხვადასხვა ჯიში)

Rosa sp.

68

ნანდინა (სხვადასხვა სახეობა)

Nandina domerstica

69

ჭანჭყატი იაპონური (სხვადასხვა სახეობა)

Euonymus japonicus

70

დეკორატიული კოწახური (სხვადასხვა ფორმა)

Berberis sp.

71

იალღუნი (თამარიქსი)

Tamarix  hohenackeri/Tamarix gallica/Tamarix tetranda

72

თრიმლი

Cotinus coggygria

73

გრაკლა (სხვადასხვა ფორმა)

Spiraea sp./ Spiraea hypericifolia

74

ჰორტენზია

Hydarngea macrophylla

 

მხვიარა ბუჩქები  და მრავაწლიანი ბალახები

75

გლიცინია

Wisteria sinensis

 

 

76

ტეკომა

Tecoma capensis

 

77

უსურვაზი

Parthenocissus sp.

 

78

ცხრატყავა

Lonicera caprifolium

 

79

წვრილფოთოლა სურო

Hedera helix

 

80

კატაბარდა

Clematis sp.

 

81

ლავანდა

Lavanluda angustifolia

 

82

როზმარინი

Rosmarinus officinalis

 

83

წივანა

Festuca sp.

 

 

წიწვოვანი ბუჩქები

84

ტუია ნანა-ოქროსფერი

Thuja orientalis “Aurea NaNa”

 

85

ტუია სმარაგდი

Thuja occidentalis “Smaragd”

 

86

ტუია ბრაბანტი

Thuja occidentalis “Brabant”

 

87

ტუია

Thuja occidentalis “Yellow Ribbon”

 

88

ღვია გართხმული

Juniperus x pfitzeriana “Mordigan Gold”

 

89

ღვია გართხმული

Juniperus x media “Mint Julep”

 

90

ღვია გართხმული

Juniperus horizontalis

 

91

ღვია „კაზაკური“

Juniperus Sabina

 

92

ღვია „მყრალი“

Juniperus foetidissima

 

 

93

ჯუჯა ფიჭვი

Pinus mugo pumilio

 

94

ჯუჯა ფიჭვი

Pinus mugo mugus

 

 

95

ჯუჯა ნაძვი

Picea glauca conica /globosa

 

 

96

უთხოვარი ბუჩქი

Taxus baccata

 

 


დანართი №2

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გემის ფარგლებში და მშენებლობის ნებართვის გაცემის ფარგლებში შესათანხმებელი გამწვანების პროექტთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა. აგრეთვე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების (რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი) დაკავშირებული მოთხოვნების  განსაზღვრა.
2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“  გათვალისწინებულ გამწვანების პროექტზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.
3. გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-3 მუხლით  განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 2. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ეტაპზე დასამუშავებელი გამწვანების ზოგადი პროექტი
1. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების ეტაპზე წარსადგენი გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს დაგეგმილი გამწვანების შესახებ ზოგად მონაცემებს.
2. გამწვანების ზოგადი პროექტის შეთანხმების პირობები:
ა)   გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნას მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა, რომელიც  უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს. 
ბ) გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იქნას გასამწვანებელი არეალები.
გ) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნას პროექტის განხორციელებისთვის ხელისშემშლელი მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავების შესახებ ინფორმაცია ცხრილის სახით, საპროექტო არეალში შემავალი თითოეული მიწის ნაკვეთისთვის ცალ-ცალკე.
დ) მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციითა და პირობითი აღნიშვნებით დატანილ უნდა იქნას  საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმაზე.
ე) პროექტის განხორციელებისთვის ხელისშემშლელი მოსაჭრელი, ჯანსაღი, ღირებული მწვანე ნარგავების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი ღირებული მწვანე ნარგავების 25 %-ს. 
ვ) გამწვანების ზოგად პროექტში მითითებული უნდა იყოს დაგეგმილი ფუნქციური ზონის შესაბამისი გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი/ები შესაბამის საანგარიშო ფართობ(ებ)თან ერთად.

მუხლი 3. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი
1. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი შედგენილი უნდა იყოს მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირების შესაბამისად, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.
2. გამწვანების პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი შესაბამის საანგარიშო ფართობთან ერთად, რომლის ათვისებაც ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს მწვანე ნარგავებით;
ბ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე); 
გ) არსებული, გადასარგავი და საპროექტოდ დასარგავი მწვანე ნარგავების გაშენების არეალი;
დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;
ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი;
ვ) ფოტომონტაჟის სახით მოცემული გამწვანების პროექტის გამოსახულება;
ზ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველი ფოტოსურათები, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ. 
3. გამწვანების პროექტის ფარგლებში დასარგავი მწვანე ნარგავების  სახეობები უნდა შეირჩეს ამ დადგენილების დანართი №1-ის გათვალისწინებით, ქ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი პრიორიტეტული ხე-მცენარეების სიიდან.
4. გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემულ საექსპერტო დასკვნას.
5. მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს
ა) გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ექსპერტის მიერ. ექსპერტთა სიის განსაზღვრის უფლებამოსილება აქვს მუნიციპალიტეტს;
ბ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების საერთო რაოდენობა და შეფასებული მწვანე ნარგავების რაოდენობა;
გ) კვლევის ჩატარების მეთოდი;
დ) ინფორმაცია მწვანე ნარგავების სახეობის, მდგომარეობის, დიამეტრის (მიწის ზედაპირიდან 10 სმ სიმაღლეზე) და საჭიროების შემთხვევაში ხნოვანების თაობაზე;
ე)  მწვანე ნარგავების ნუმერაციის მიხედვით კვლევის ამსახველი ფერადი ფოტო-მასალა, რომელზეც თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს საპროექტო ტერიტორიაზე აღწერილი თითოეული მწვანე ნარგავის ხარისხობრივი მდგომარეობა (როგორც ღერო, ასევე ვარჯი) და საექსპერტო დასკვნის შესაბამისად მინიჭებული ნუმერაცია;
ვ) დაავადებული/წვერხმელი მწვანე ნარგავების  შემთხვევაში დასკვნას უნდა ერთვოდეს ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დოკუმენტი, ასეთის საჭიროებისას და დასაბუთება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ხე-მცენარე გამოჯანსაღებას;
ზ) ჯანსაღი მწვანე ნარგავების შემთხვევაში ექსპერტის დასაბუთებული არგუმენტაცია ხე-მცენარის გადარგვისა და მისი გახარების შესაძლებლობის თაობაზე; 
თ) წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში - მწვანე ნარგავის რა ნაწილია ხმელი;
ი) საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს საპროექტო ობიექტების სქემა (შენობა-ნაგებობები, გზა, პარკინგი, და სხვა) და საექსპერტო დასკვნაში აღწერილი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციით, ასევე, ტოპოგრაფიულ გეგმაზე აღნიშნული უნდა იყოს საპროექტო შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის არსებული მანძილები.

მუხლი 4. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული გამწვანების პროექტი
1. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:
ა) განაშენიანების დეტალური გეგმის არსებობის შემთხვევაში − ამ გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ გამწვანების პროექტს;
ბ) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრულს ფართობს, გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას და დახასიათებას (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე), გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელ პირს, ფოტომონტაჟის სახით მოცემულ გამწვანების პროექტის გამოსახულებას; 
გ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.
2. ეს მუხლი არ ვრცელდება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ პროექტებზე, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.
3. სამშენებლო ნებართვის მფლობელმა, ნებართვის დადგენილი წესით გაცემიდან 10 დღის ვადაში არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა, დამატებითი საინფორმაციო დაფა, რომელზედაც უნდა მიეთითოს ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის), კერძოდ:
ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობი;
ბ) გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღი;
გ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);
დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;
ე) ინფორმაცია გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ;
ვ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობა;
ზ) შეთანხმებული გამწვანების პროექტის მაკეტი ან/და გამოსახულება ფოტომონტაჟის სახით.

მუხლი 5. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების პროექტი 
1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებულია  დაგეგმილი გამწვანების პროექტის წარდგენა, მასში უნდა აღიწეროს სავარაუდო გამწვანების პროექტი.
2. დაგეგმილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:
ა) ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი. გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა;
ბ) ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ;
გ) ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება იმ ფუნქციურ ზონაზე, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.