,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 16 მაისის №57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 153/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 27/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018408
153/ნ
27/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
430210000.22.022.018408
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 16 მაისის №57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №153/ნ

2023 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 16 მაისის №57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N3822-XIIIმს-Xმპ; 15/12/2023) შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 16 მაისის №57/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 17/05/2022, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018165):   

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების  დეპარტამენტის თანდართული დებულება.“.

3. პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების  დეპარტამენტის დებულება“;  

ბ) პირველი  მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2

დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს პირველად სტრუქტურულ ერთეულს.

მუხლი 3

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“;  

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 01 იანვრიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი