საქართველოს იუსტიციის სამინიტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"

  • Word
საქართველოს იუსტიციის სამინიტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 834
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 16/05/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 57, 17/05/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 06/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.22.027.007.378
  • Word
834
16/05/2005
სსმ, 57, 17/05/2005
100.020.010.22.027.007.378
საქართველოს იუსტიციის სამინიტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.22.027.007.378

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №834

2005 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულებაში (სსმ III, 2001 წ., №132, მუხ. 945) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) სასჯელაღსრულების დაწესებულებათა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების წარმოება;”.

ბ) მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;”.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 4 ივნისიდან.

კ. კემულარია