„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016487
33
27/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
010250020.35.130.016487
„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2023 წლის 27 დეკემბერი

ქ. საჩხერე

 

 ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (სსმ ვებგვერდი 15/01/2018წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.130.016265) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება.“.

ბ) მეორე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან  ანაზღაურდება  შემდეგი  სახის  სარიტუალო  მომსახურება  500 (ხუთასი) ლარის ოდენობით:“.

გ) მეოთხე მუხლიდან ამოღებულ იქნას მე-3 და მე-5 პუნქტები.

დ) მეოთხე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ  მუხლით  გათვალისწინებულ  შემთხვევაში  გარდა   მე-4  პუნქტისა,  ბენეფიციარის დაფინანსების შესახებ საგარანტიო წერილს  გასცემს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ან მერის მოადგილე.“.

ე) მეოთხე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით მოსარგებლე ბენეფიციართა,  საჩხერის სოციალური მომსახურების სააგენტოში  ყოველთვიურად გადამოწმებას უზრუნველყოფს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.“.

ვ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი :

„3. საჩხერის  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (ეტლით მოსარგებლე, საწოლს მიჯაჭვული) პირს, ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველსაყოფად, მიეცემა დახმარება ერთჯერადად არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. შშმ პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს.

ა)  განცხადება;

ბ) შშმ პირის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) არასრულწლოვანის შემთხვევაში არასრულწლოვანის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) კანონიერი წარმომადგენელის არსებობის შემთხვევაში, წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;

ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ;

ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100  დედანი ან ასლი, დამოწმებული გამცემი დაწესებულების მიერ), სადაც განსაზღვრული იქნება ჰიგიენური საშუალებების გამოყენების საჭიროება;

ზ) შესაბამისი სერვისის მომწოდებელი დაწესებულების ანგარიშ-ფაქტურა;

თ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.“.

ზ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12.  სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება

1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ ბავშვიან ოჯახს, რომელიც ცხოვრობს სოციალური საფრთხის წინაშე და ესაჭიროება დაცვა, მხარდაჭერა და გაძლიერება, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად მიეცემა დახმარება ერთჯერადად არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარამდე  თანხის ოდენობით.

 2. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განხილვა გადაწყვეტილების მიღების მიზნით ხორციელდება საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების გაცემის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე.

3. პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმი:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახი (სარეიტინგო ქულა 120 000-ის ჩათვლით);

ბ) მშობლის/მშობლების/მეურვის/მარჩენალის გარდაცვალება;

გ) ოჯახის შემოსავლის წყაროს დაკარგვა (მშობლებმა დაკარგეს სამსახური);

დ) ბავშვის/მშობლის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება;

ე) ოჯახს მოეხსნა/შეუჩერდა სოციალური დახმარება და ოჯახი აღმოჩნდა ეკონომიკური კრიზისის წინაშე ან ოჯახს უწევს მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში ცხოვრება;

ვ) ძალადობის მსხვერპლი მშობელი/არასრულწლოვანი;

ზ) მარტოხელა მშობელი;

თ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანის ოჯახი;

ი) მრავალშვილიანი (0-18 წლის ჩათვლით) ოჯახი.

4. დახმარების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაცია:

ა) არასრულწლოვნის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება;

ბ) არასრულწლოვნის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №100 დედანი ან ასლი, დამოწმებული გამცემი დაწესებულების მიერ (საჭიროების შემთხვევაში);

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) სამედიცინო მომსახურების დამადასტურებელი ანგარიშფაქტურა, ინვოისი (საჭიროების შემთხვევაში);

ზ) ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანის სტატუსის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

თ) მარტოხელა მშობლის საბუთი (საჭიროების შემთხვევაში);

ი) უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიში;

კ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ან/და საჯარო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დასახმარებელი ოჯახის მძიმე სოციალურ მდგომარეობას;

ლ) გაწეული მომსახურების ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი, ან/და ანგარიშფაქტურა (სავალდებულოა წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოს შემდეგ).“.

  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგაგა დარბაიძე