დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 5 ივლისის №09 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 27/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310020000.55.067.016174 |
|
„გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 5 ივლისის №09 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,გემის სახელმწიფო რეგისტაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 5 ივლისის N09 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საქართველოში გემის სახელმწიფო რეგისტრაცია ხორციელდება სახელმწიფო რეესტრში, რომელიც შედგება წინამდებარე წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული წიგნებისგან. სახელმწიფო რეესტრი წარმოებს მატერიალური და ელექტრონული სახით. მათ შორის, შეიძლება გაიცეს გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ელექტრონული მოწომებები.“; ბ) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა.გ) შიდა ნაოსნობაში ჩართული პატარა გემისა და ზომამცირე გემის რეგისტრაცია მუდმივია და ყოველწლიურად განახლდება;"; გ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ბერბოუტ-ჩარტების რეგისტრაცია დასტურდება ვადიანი რეგისტრაციის მოწმობით, რომლის ვადა განისაზღვრება ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან შესაბამისი გემისთვის უცხო ქვეყნის სათანადო რეესტრში სახელმწიფოს საზღვაო დროშით ნაოსნობის უფლების შეჩერების ვადის შესაბამისად, რომელიც 2 კალენდარულ წელს არ უნდა აღემატებოდეს. ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაცია შეიძლება გაგრძელდეს შემდგომი პერიოდით, რომელიც აღნიშნული გემის ძირითადი დროშის სახელმწიფოს თანხმობის შემთხვევაში 2 კალენდარულ წელზე მეტი არ უნდა იყოს.“; დ) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები