საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word
საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 13/05/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 13/05/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 07/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.007.375
  • Word
7
13/05/2005
სსმ, 56, 13/05/2005
110.060.010.39.036.007.375
საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს გენერალური პროკურორი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  110.060.010.39.036.007.375

საქართველოს გენერალური პროკურორის

რძანება №7

2005 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის  2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №119, მუხ. 1032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;

ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;

გ) ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;

დ) იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი;

ე) შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;

ვ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახური (დეპარტამენტი);

ზ) გენერალური პროკურატურის  აპარატი (დეპარტამენტი);

თ) საგამოძიებო ნაწილი (დეპარტამენტი);

ი) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);

კ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ლ) საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

მ) ეკონომიკური დეპარტამენტი;

ნ) კრიმინალისტიკური სამსახური (სამმართველო).”.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები

1. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი:

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების მიერ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; აღნიშნული დეპარტამენტების მიერ განხორციელებულ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებაზე ზედამხედველობა; შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

2. შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების (გარდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების) მიერ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების (გარდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების), აგრეთვე რაიონული პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

3. ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია:

ფინანსთა სამინისტროს ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპოროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარება; ფინანსთა სამინისტროს ორგანოების საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

4. იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანებია:

იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; იუსტიციის სამინისტროს ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარება და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; იუსტიციის სამინისტროს ორგანოების საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

5. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია:

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებსა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში,  საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროს ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; თავდაცვის სამინისტროს ორგანოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარება და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; თავდაცვის სამინისტროს ორგანოებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული, კონტრდაზვერვის, კონსტიტუციური უსაფრთხოების და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

6. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის (დეპარტამენტის) ამოცანებია:

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების – ქრთამის აღების, კანონით აკრძალუი საჩუქრის მიღების, მითვისებისა და გაფლანგვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, კომერციული მოსყიდვის, გადასახადისათვის თავის არიდების ან სხვა ანგარებით დანაშაულთა ფაქტებზე სათანადო რეაგირება და, საჭიროების შემთხვევაში, საქმეებზე წინასწარი გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

7. გენერალური პროკურატურის აპარატის ამოცანებია:

გენერალური პროკურორისათვის საორგანიზაციო და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება; გენერალური პროკურატურის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისა და ქვემდგომი პროკურატურების მიერ გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, განკარგულებების, გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებიდან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი; პროკურატურის სისტემაში საორგანიზაციო-ანალიტიკური და საკანცელარიო საქმიანობის ხელმძღვანელობა  და კოორდინაცია; პროკურატურის კოლეგიის სხდომების ორგანიზება, გაფორმება და განხილულ საკითხთა შესრულების კონტოლი; მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა, გენერალური პროკურორის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება; პროკურატურის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით ობიექტური საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის ხელშეწყობა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით, პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობის, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გენერალურ პროკურორთან შეთანხმებით ან მისი დავალებით ბრიფინგების, პრესკონფერენციების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება.

8. საგამოძიებო ნაწილის ამოცანებია:

პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება; პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ზედამხედველობის განხორციელება; პროკურატურის ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებისა და წინასწარი გამოძიებისას კანონის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველყოფა; საგამოძიებო ნაწილის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

9. გენერალური ინსპექციის ამოცანებია:

სამსახურებრივი მოძიების ჩატარება პროკურატურის მუშაკთა ისეთ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიცავენ დანაშაულის ნიშნებს და, საჭიროების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების ჩატარება; სამსახურებრივი მოძიების ჩატარება პროკურატურის მუშაკთა მიერ კორუფციული სამართალდარღვევების ფაქტებზე და მათ მიმართ დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; თავის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება; პროკურატურის მუშაკთა მიერ შეუფერებელი საქციელის ჩადენის, მოქალაქეთა კანონიერი უფლებების შელახვის, ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის უგულებელყოფის, საშემსრულებლო და შრომის დისციპლინის უხეში დარღვევების ფაქტების გამოვლენა, შემოწმება და გენერალური პროკურორისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე წინადადებების წარდგენა; გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონულ (საქალაქო) და საოლქო სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

10. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ამოცანებია:

გენერალური პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; გენერალური პროკურორის ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სხვა სტრუქტურულ დანაყოფებში მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ვიზირება; საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; პროკურატურის სისტემაში, აგრეთვე სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდის, იძულებითი ხასიათის სხვა ღონისძიებათა აღსრულების, აგრეთვე დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება; სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა; უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ექსტრადიციის საკითხების განხილვა, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეთა ექსტრადაციის შესახებ შუამდგომოლობების მომზადება და მათი დანიშნულებისამებრ გაგზავნა; დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სასამართლოში გენერალური პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; გენერალური პროკურატურის ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ბრალდებული თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა და დაკავშირებული პირის მფლობელობაში არსებული უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე რეკეტული ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრა და სასამართლო პროცესის წარმოება; აღნიშნულ საქმეებზე ქვემდგომი საოლქო, რაიონული, საქალაქო პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის და პროკურატურის სხვა მუშაკებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებებისა და განკარგულებების მიცემა.

11. საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ამოცანებია:

პროკურატურის ორგანოების მაღალპროფესიული კადრებით შევსების უზრუნველყოფა; პროკურატურის მუშაკების პირადი საქმეების წარმოება, მათი სოციალური დაცვის საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების მომზადება და გაფორმება, პროკურატურის მუშაკებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებისა და ჩამორთმევის კონტროლი; პროკურატურის მუშაკთა ატესტაცია; პერსონალური ხასიათის ბრძანებების მომზადება და რეგისტრაცია; პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის მექანიზმების სრულყოფა; პროკურატურის ორგანოებში შრომის დისციპლინის კონტროლი; საკადრო საკითხებთან დაკავშირებით გამართულ სასამართლო პროცესებში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პროკურატურის მოხელეთათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემისა და აღრიცხვის ორგანიზება; სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება.

12. ეკონომიკური დეპარტამენტის ამოცანებია:

საქართველოს პროკურატურის საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება და გამოყოფილ ასიგნებათა გეგმური განაწილება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია; პროკურატურის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის წარმართვა, ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება და კონტროლი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფულადი სახსრების მიზნობრივად და დამტკიცებული გეგმის მიხედვით ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება; საქართველოს პროკურატურის მიერ ყველა სახის სამეურნეო სამუშაოებზე დადებული ხელშეკრულების მომზადება და შესრულების კონტროლი, გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სანიტარიული დასუფთავებისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების, ადმინისტრაციულ შენობაში სატელეფონო კავშირის, ელექტრო და სანტექნიკური მეურნეობის გამართული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა; საქართველოს პროკურატურის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების მიღების, აღრიცხვის, შენახვის და გაცემის კანონიერებაზე, ასევე ენერგორესურსების ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება.

13. კრიმინალისტიკური სამსახურის (სამმართველოს) ამოცანებია:

წინასწარი გამოძიების პროცესში მტკიცებულებათა აღმოჩენა, ფიქსაცია და გამოკვლევა, კრიმინალისტიკურ-ტექნიკური საშუალებების, ხერხებისა და მეთოდების სწორი, მიზნობრივი და ეფექტური გამოყენება და კონტროლი აღნიშნულ საქმიანობაზე; საგამოძიებო პრაქტიკაში, გამოძიების წარმოების მეთოდიკასა და ტაქტიკაში კრიმინალისტიკურ-ტექნიკურ საშუალებათა და მეცნიერული რეკომენდაციების დანერგვა და საგამოძიებო პრაქტიკაში მათი გამოყენების უზრუნველყოფა; ქვემდგომი პროკურატურების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში კრიმინალისტიკურ-ტექნიკური საშუალებების, ტაქტიკური ხერხებისა და მეთოდების გამოყენების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქვემდგომ პროკურატურებში მომუშავე პროკურორების, გამომძიებლებისა და პროკურორ-კრიმინალისტების საქმიანობაზე საერთო მეთოდური ხელმძღვანელობა; გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით წინასწარი გამოძიების სრული მოცულობით წარმოება; პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულთა _ მძიმე, განსაკუთრებით მძიმე და სხვა მნიშვნელოვან გაუხსნელ სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლა, კრიმინალისტიკური განზოგადება და მათი გახსნისათვის რეკომენდაციებისა და ღონისძიებების შემუშავება.”.

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი