დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 100 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017428 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2015, 140130000.22.034.016483) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ექსპერტიზის მთავარი სამმართველო;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8 1. ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების მიმართვის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის სამართლის საქმეებსა და სხვა საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების განხორციელება, საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად ექსპერტიზის ჩატარება, შესაბამისი დასკვნებისა და აქტების გაცემა; ბ) დანაშაულის კვალის და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, დაფიქსირების, ამოღებისა და მათი შემდგომი გამოკვლევის მიზნით შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ასევე სხვა საგამოძიებო მოქმედებებსა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობა; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით პიროვნებათა დაქტილოსკოპირება და ფოტოგადაღების წარმოება; დ) დაქტილოსკოპიურ, ბალისტიკურ, ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა აღრიცხვა და ბაზების წარმოება; ე) პირის იდენტიფიცირების მიზნით პენიტენციური დაწესებულებებიდან, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფებიდან დაქტილოსკოპიური ბარათების დაქტილოსკოპიურ მონაცემთა მიღება, დამუშავება და ბაზაში განთავსება/აღრიცხვა; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოლოგიური გამოკვლევისა და ექსპერტიზის განხორციელება, შესაბამისი დასკვნის გაცემა; ზ) ნარკოლოგიური გამოკვლევისა და ექსპერტიზის განხორციელების პროცესში მიღებული ბიოლოგიური მასალის დალუქვა-შენახვის უზრუნველყოფა; თ) გაწეული საქმიანობის სტატისტიკის წარმოება; ი) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 2. ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობისას) წინაშე.“. 3. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები