„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 970
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 04/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 120260080.22.027.017458
970
04/01/2024
ვებგვერდი, 05/01/2024
120260080.22.027.017458
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №970

2024 წლის 4 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20/09/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120260080.22.027.016742) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იუსტიციის სამინისტროში (გარდა გენერალური ინსპექციისა) წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთათვის წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) საშუალო სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი, იუსტიციის ლეიტენანტი, იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი, იუსტიციის კაპიტანი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის მაიორი, იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი, იუსტიციის პოლკოვნიკი;

გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის გენერალ-მაიორი, იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტი.“.

2. მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს დისციპლინური წარმოება ანდა სისხლისსამართლებრივი დევნა, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, დისციპლინური წარმოების დასრულებამდე ან მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე. მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, დისციპლინური წარმოების ან სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობის შესახებ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს კომპეტენციის ფარგლებში აცნობებს გენერალური ინსპექცია.“.

3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებები განისაზღვრება ამ დებულებით (№1–№2 დანართები).“.

4. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატი

 

1. მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები – იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.

2. დეპარტამენტის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი –იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.

3.  დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე) – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

4. სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი), შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი შიდა აუდიტორი (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) – იუსტიციის მრჩეველი.

5. უფროსი სპეციალისტი (მათ შორის, შიდა აუდიტორი) – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.

6. უმცროსი სპეციალისტი – I კლასის იურისტი.“.

 

6. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №11:

„დანართი №11

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია

 

1. გენერალური ინსპექციის უფროსი – იუსტიციის  გენერალ-ლეიტენანტი.

2.  გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი, გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსის მოადგილე – იუსტიციის პოლკოვნიკი.

3. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორ-გამომძიებელი და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი.

4. უფროსი სპეციალისტი – იუსტიციის მაიორი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე