დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.167.016587 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 დეკემბრის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/12/2019, 010250050.35.167.016453). |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართის „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესი“:
1.მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი. „ა1) ცნობა სპორტის ოლიმპიური/არაოლიმპიური სახეობის შესახებ შესაბამისი ფედერაციიდან;“ 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, როგორც ამ წესით გათვალისწინებული კრიტერიუმების, ასევე სხვა გამონაკლის შემთხვევაში (მერის გადაწყვეტილებით).“. 3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4 1. სპორტის ოლიმპიურ სახეობაში წარმატებული სპორტსმენის დასაჯილდოვებლად განისაზღვროს შემდეგი ოდენობის ფულადი ჯილდოები: ა) საქართველოს ჩემპიონატზე უმცროსი ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის: ა.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი, ა.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი, ა.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი; ბ) საქართველოს ჩემპიონატზე ჭაბუკთა და გოგონათა შორის: ბ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი, ბ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 700 ლარი, ბ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი; გ) საქართველოს ჩემპიონატზე 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის: გ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი, გ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 900 ლარი, გ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი; დ) საქართველოს ჩემპიონატზე უფროსებს შორის: დ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1200 ლარი, დ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი, დ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 900 ლარი; ე) ევროპის ჩემპიონატზე უმცროსი ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის: ე.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი, ე.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 900 ლარი, ე.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი. ვ) ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკთა და გოგონათა შორის: ვ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1400 ლარი; ვ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1200 ლარი, ვ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი; ზ) ევროპის ჩემპიონატზე 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის: ზ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი; ზ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი; ზ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1300 ლარი. თ) ევროპის ჩემპიონატზე უფროსებს შორის: თ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2500 ლარი; თ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი; თ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი; ი) მსოფლიო ჩემპიონატზე უმცროსი ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის: ი.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი, ი.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1300 ლარი, ი.გ) მესამე ადგილის დაკავებისშემთხვევაში – 1100 ლარი; კ) მსოფლიო ჩემპიონატზე ჭაბუკთა და გოგონათა შორის: კ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი; კ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1700 ლარი; კ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი; ლ) მსოფლიო ჩემპიონატზე 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის: ლ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2500 ლარი; ლ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი; ლ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1700 ლარი; მ) მსოფლიო ჩემპიონატზე უფროსებს შორის: მ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 6000 ლარი; მ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 4000 ლარი; მ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 3000 ლარი. 2. სპორტის არაოლიმპიურ სახეობაში წარმატებული სპორტსმენის დასაჯილდოვებლად განისაზღვროს შემდეგი ოდენობის ფულადი ჯილდოები: ა) საქართველოს ჩემპიონატზე უმცროსი ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის: ა.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი, ა.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი, ა.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 200 ლარი; ბ) საქართველოს ჩემპიონატზე ჭაბუკთა და გოგონათა შორის: ბ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი, ბ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი, ბ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი; გ) საქართველოს ჩემპიონატზე 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის: გ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი, გ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 700 ლარი, გ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი; დ) საქართველოს ჩემპიონატზე უფროსებს შორის: დ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი, დ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი, დ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 700 ლარი; ე) ევროპის ჩემპიონატზე უმცროსი ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის: ე.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი, ე.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი, ე.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი. ვ) ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკთა და გოგონათა შორის: ვ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი; ვ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი, ვ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი; ზ) ევროპის ჩემპიონატზე 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის: ზ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი; ზ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი; ზ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი. თ) ევროპის ჩემპიონატზე უფროსებს შორის: თ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი; თ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი; თ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი; ი) მსოფლიო ჩემპიონატზე უმცროსი ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის: ი.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი, ი.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი, ი.გ) მესამე ადგილის დაკავებისშემთხვევაში – 600 ლარი; კ) მსოფლიო ჩემპიონატზე ჭაბუკთა და გოგონათა შორის: კ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი; კ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1200 ლარი; კ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი; ლ) მსოფლიო ჩემპიონატზე 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის: ლ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი; ლ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი; ლ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1200 ლარი; მ) მსოფლიო ჩემპიონატზე უფროსებს შორის: მ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 5000 ლარი; მ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 3000 ლარი; მ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი. 3. ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებული სპორტსმენის დასაჯილდოვებლად ფულადი ჯილდო განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 10 000 ლარი; ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 8 000 ლარი; გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 6 000 ლარი.“. 4.მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. გუნდი კახეთის ლიგის/ჩემპიონატის, თბილისის ლიგის/ჩემპიონატის ან საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვების მოპოვების (პირველი ადგილი) შემთხვევაში ჯილდო გაიცემა შემდეგი ოდენობით: ა) მწვრთნელს – 500 ლარი; ბ) გუნდის თითოეულ სპორტსმენს – 100 ლარი.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები