„მიკრობანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №118/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მიკრობანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №118/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 381/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 26/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016807
381/04
26/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
220010000.18.011.016807
„მიკრობანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №118/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №381/04

2023 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„მიკრობანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №118/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიკრობანკებისთვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №118/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 22/06/2023, 220010000.18.011.016708) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) შემფასებლის დამხმარე − ამ მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში მითითებული შემფასებლის დამხმარე პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს შესაფასებელი უძრავი ქონების მხოლოდ ინსპექტირება იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის თანხა არ აღემატება 150,000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების რეალური ფართობი არ ემთხვევა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − საჯარო რეესტრი) მონაცემს, მიზანშეწონილია, შემფასებელმა მოითხოვოს ამზომველის მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზი და განახლებული მონაცემების საფუძველზე მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) თუ კრედიტის თანხა არ აღემატება 150,000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, უძრავი ქონების ინსპექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიკრობანკის უფლებამოსილი პირის მიერ. სხვა შემთხვევაში, უძრავი ქონების ინსპექტირების განხორციელება სავალდებულოა შემფასებლის მიერ.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის გაცემის შემდგომ შეფასების დასკვნაში მითითებული ქონების იდენტიფიცირებული ფართობი და რეალური ფართობი ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავდება, მიზანშეწონილია, შემფასებელმა უმოკლეს ვადაში განახორციელოს ქონების  შეფასება/გადაფასება.“;

დ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მიკრობანკის მიერ ხორციელდება მსესხებელზე ვალდებულების/მოთხოვნის რესტრუქტურიზაცია ან/და ზრდა და ბოლო შეფასებიდან გასულია 1 (ერთი) წელი და მეტი, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №120/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკრობანკებისთვის ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად, პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიას მიკუთვნებული ფინანსური ინსტრუმენტების შემთხვევაში, ბოლო შეფასებიდან გასულია 2 (ორი) წელი და მეტი;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა