დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 14 მაისის №84/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 382/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016808 |
|
„კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 14 მაისის №84/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 14 მაისის №84/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15/05/2018, 220090000.18.011.016300) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) შემფასებლის დამხმარე − ამ მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში მითითებული შემფასებლის დამხმარე პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს შესაფასებელი უძრავი ქონების მხოლოდ ინსპექტირება იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის თანხა არ აღემატება 150,000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში;“. 2. მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების რეალური ფართობი არ ემთხვევა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − საჯარო რეესტრი) მონაცემს, მიზანშეწონილია, შემფასებელმა მოითხოვოს ამზომველის მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზი და განახლებული მონაცემების საფუძველზე მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;“; ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) თუ კრედიტის თანხა არ აღემატება 150,000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, უძრავი ქონების ინსპექტირება შესაძლებელია განხორციელდეს კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ. სხვა შემთხვევაში უძრავი ქონების ინსპექტირების განხორციელება სავალდებულოა შემფასებლის მიერ.“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის გაცემის შემდგომ შეფასების დასკვნაში მითითებული ქონების იდენტიფიცირებული ფართობი და რეალური ფართობი ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავდება, მიზანშეწონილია, შემფასებელმა უმოკლეს ვადაში განახორციელოს ქონების შეფასება/გადაფასება.“; დ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კომერციული ბანკის მიერ ხორციელდება მსესხებელზე ვალდებულების/მოთხოვნის რესტრუქტურიზაცია ან/და ზრდა და ბოლო შეფასებიდან გასულია 1 (ერთი) წელი და მეტი; ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №192/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიას მიკუთვნებული ფინანსური ინსტრუმენტების შემთხვევაში, ბოლო შეფასებიდან გასულია 2 (ორი) წელი და მეტი;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები