„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 130
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 27/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.017169
130
27/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
280120000.22.026.017169
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 

ბრძანება №130

2023 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზ,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
  1. დანართი №1  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი №1

სამხედრო მოსამსახურეთა ყოველთვიური წოდებრივი სარგოები

 

                                                                                                                                                     (ლარებში)

 

 

წოდება

 

კოდი

წოდებრივი

სარგო

1

გენერალი

G-4

8030

2

გენერალ-ლეიტენანტი

G-3

6655

3

გენერალ-მაიორი

G-2

5390

4

ბრიგადის გენერალი

G-1

4280

5

პოლკოვნიკი

O-6

3205

6

ვიცე-პოლკოვნიკი

O-5

2765

7

მაიორი

O-4

2545

8

კაპიტანი

O-3

2380

9

უფროსი ლეიტენანტი

O-2

2270

10

ლეიტენანტი

O-1

2200

11

მთავარი სერჟანტი

S-8

2475

12

მასტერ სერჟანტი

S-7

2200

13

უფროსი სერჟანტი

S-6

2070

14

სერჟანტი

S-5

1940

15

უმცროსი სერჟანტი

S-4

1840

16

კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი

S-3

1760

17

I კლასის რიგითი

S-2

1720

18

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის რიგითი

S-1

1685

19

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის I კლასის რიგითი

SO-1

340

20

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რიგითი

SO-1

300

 

შენიშვნა: ამ დანართით გათვალისწინებული წოდებრივი სარგოები არ ვრცელდება ამ ბრძანების მე-9 მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ პირებზე, რომლებიც გადიან საწყის საბრძოლო მომზადების (BCT) კურსს/პროგრამას. 

  1. დანართი №2  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                                                                                                                          დანართი №2

სამინისტროს თავდაცვის ძალების სამოქალაქო თანამდებობის პირთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები

                                                                                                                                                                     (ლარებში)

თანამდებობები

კოდი

თანამდებობრივი

სარგო

1

დეპარტამენტის უფროსი

CP-24

3,740

2

სამმართველოს უფროსი

CP-23

3,105

3

სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ენობრივი მომზადების სკოლის შეფასებისა და მონიტორინგის კოორდინატორი

CP-22

2,850

4

სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი

CP-21

2,595

5

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ენობრივი მომზადების სკოლის პროგრამის ხელმძღვანელი (ინგლისური ენის, გერმანული ენის, თურქული ენის, რუსული ენის, ფრანგული ენის)

CP-20

2,525

6

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ენობრივი მომზადების სკოლის ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი

CP-19

2,400

7

თავდაცვის ძალების მთავარი სამხედრო მოძღვარი (კაპელანი), განყოფილების უფროსის მოადგილე, ორკესტრის უფროსის მოადგილე – უფროსი დირიჟორი

CP-18

2,340

8

სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში შემავალი თანაშემწე, ქვეგანყოფილების უფროსი, მთავარი ინსპექტორი, უფროსი გამომძიებელი, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ავტომრეცხავი.

CP-17

2,215

9

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ენობრივი მომზადების სკოლის ტესტირების სპეციალისტი, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ენობრივი მომზადების სკოლის მასწავლებელი (ინგლისური ენის, გერმანული ენის, თურქული ენის, რუსული ენის, ფრანგული ენის), ლაზარეთის უფროსი, ჯგუფის უფროსი (სამედიცინო), სამედიცინო პუნქტის უფროსი, უფროსი ექიმი

CP-16

2,145

10

მთავარი სპეციალისტი, მთავარი სამხედრო მოძღვარი (კაპელანი), მთავარი ინჟინერი, მთავარი მექანიკოსი, უფროსი ინსპექტორი, გამომძიებელი, ექიმი, სტომატოლოგი, უმცროსი ექიმი

CP-15

2,085

11

სპეცტექნიკის სპეციალისტი, ექსკავატორის სპეციალისტი, სპეციალური ტექნიკის მძღოლი-ოპერატორი

CP-14

2,030

12

უფროსი სპეციალისტი, უფროსი სამხედრო მოძღვარი (კაპელანი), უფროსი ინჟინერი, უფროსი მასწავლებელი, ინსპექტორი, პუნქტის უფროსი, სექციის მეთაური, სადგურის უფროსი, უფროსი მუსიკოსი, წამყვანი მენეჯერი (სამუშაოთა მწარმოებელი)

CP-13

1,960

13

ინჟინერი

CP-12

1,880

14

სპეციალისტი, სამხედრო მოძღვარი (კაპელანი), მასწავლებელი, სამოქალაქო ავიაციასთან ურთიერთქმედების კოორდინატორი, მფრინავი-ინსტრუქტორი, ფრენების ხელმძღვანელი, სტილისტი, უცხო ენების მთარგმნელი, თარჯიმანი, დამკაბადონებელი, ფორთიფიკატორი, მუსიკოსი, ენერგეტიკოსი, მეტეოსპეციალისტი

CP-11

1,705

15

ავტოამწის მძღოლ-ოპერატორი, ავტომტვირთავის მექანიკოსი, მეაკუმულატორე,  მსუბუქი და მძიმე შეიარაღების შემკეთებელი, მძიმე და მსუბუქი ტექნიკის მექანიკოსი,  ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის პუნქტის ოსტატი, შემკეთებელი (ძრავას, საბურავების, სავალი ნაწილის, გენერატორის, ავტოტექნიკის, საწვავის სისტემის), ზედაპირის სპეციალური დამუშავების ოსტატი, შემდუღებელი (ელექტროაირშემდუღებელი, ელექტროშემდუღებელი, აირშემდუღებელი),  ავტოელექტრიკოსი, ზეინკალი, მეთუნუქე, მღებავი, ხარატი

CP-10

1,640

16

მძღოლი; მძღოლი-ექსპედიტორი, მძღოლი-მეხანძრე; მძღოლი-მექანიკოსი; ავტომტვირთავის მძღოლი, უნაგირა საწევარის მძღოლი, სახანძრო მანქანის მძღოლი, მოძრავი სარემონტო სახელოსნოს მძღოლი, ტექნიკური დახმარების ავტომანქანის მძღოლი, სპეცტექნიკის მძღოლი-მექანიკოსი, მუხლუხიანი ტექნიკის მძღოლი-მექანიკოსი

CP-9

1,585

17

ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დისპეტჩერი

CP-8

1,540

18

ოსტატი, სახანძრო მანქანის ოპერატორი, საწყობის უფროსი,

CP-7

1,430

19

ელექტრიკოსი, გაზოელექტროშემდუღებელი, მეხანძრე, სანტექნიკოსი, გამმართველი, საავარიო და სარემონტო განყოფილების ზეინკალი

CP-6

1,395

20

დურგალი, საავარიო და სარემონტო განყოფილების მღებავი

CP-5

1,355

21

 ბიბლიოთეკარი, ინსტრუქტორი, უფროსი მზარეული, მზარეული,

 აღმრიცხველი, აღრიცხვის სპეციალისტი, ექთანი, რეგისტრატორი,

 ლაბორანტი, ფარმაცევტის თანაშემწე, ტექნიკოსი,  ოპერატორი,

 ექსკავატორის ოპერატორი, მძღოლი-ოპერატორი, დისპეტჩერი,

 რადიოოპერატორი, მექანიკოსი, ქსელების ადმინისტრატორი

CP-4

1,335

22

დეზინფექტორი

CP-3

1,295

23

სანიტარი, მზარეულის დამხმარე, ფელდეგერი, ტვირთების დამმუშავებელი, მეჯინიბე, ავტომრეცხავი, მკერავი

CP-2

1,255

24

მეკუჭნავე, დამლაგებელი

CP-1

1,225

 

შენიშვნა:

1. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამდებობა არ არის გათვალისწინებული ამ დანართის ჩამონათვალში, მისი გათანაბრება შესაბამის თანამდებობასთან ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. აღნიშნული დანართის მოქმედება არ ვრცელდება ამ ბრძანებით დამტკიცებული №2​1 დანართით გათვალისწინებულ თანამდებობებზე.  

 

  1. დანართი №3  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი №3

სამინისტროს თავდაცვის ძალების სახელმწიფო სპეციალური წოდების

მქონე პირთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები

  (ლარებში)

შესაბამისი თანამდებობის

წოდებრივი ზღვარი

თანამდებობრივი სარგო თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის

თანამდებობრივი სარგო თავდაცვის ძალების სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის

1

თავდაცვის გენერალ-ლეიტენანტი

5,145

5,145

2

თავდაცვის გენერალ-მაიორი

3,950

3,950

3

თავდაცვის პოლკოვნიკი

2,715

2,715

4

თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკი

2,200

2,025

5

თავდაცვის მაიორი

1,925

1,685

6

თავდაცვის კაპიტანი

1,870

1,675

7

თავდაცვის უფროსი ლეიტენანტი

1,830

1,665

8

თავდაცვის ლეიტენანტი

1,770

1,660

9

თავდაცვის უმცროსი ლეიტენანტი

1,705

1,620

10

თავდაცვის ზემდეგი

1,440

1,440

11

თავდაცვის უფროსი სერჟანტი

1,420

1,420

12

თავდაცვის სერჟანტი

1,415

1,415

13

თავდაცვის უმცროსი სერჟანტი

1,405

1,405

14

თავდაცვის რიგითი

1,400

1,400

შენიშვნა:

1. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამდებობა არ არის გათვალისწინებული აღნიშნული დანართის ჩამონათვალში, მისი გათანაბრება შესაბამის თანამდებობასთან ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. აღნიშნული დანართის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებსა და სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სპეციალური წოდების მქონე პირებზე.

 

4.  დანართის №5 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

დანართი №5

სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს და სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სასწავლო ცენტრ სორტას“ სამოქალაქო პირების თანამდებობრივი სარგოები

                                                                                                                                    (ლარებში)

N

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი

სარგო

1

ცენტრის უფროსის თანაშემწე, ექიმი-სპეციალისტი, უფროსი ინსტრუქტორი

2,045

2

მთავარი ინსტრუქტორი, ინსტრუქტორი

1,735

3

სპეციალისტი

1,715

4

მზარეული, მეკავშირე, დიზელისტ-ელექტრიკოსი, მძღოლი

1,700

5

მედდა

1,690

6

სამმართველოს უფროსი

2,760

7

მთავარი ინსპექტორი

2,470

8

სასწავლო კურსის უფროსის მოადგილე

2,655

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

 

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე