„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის #23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის #23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016690
52
26/12/2023
ვებგვერდი, 27/12/2023
010260020.35.153.016690
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის #23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №52

2023 წლის 26 დეკემბერი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის #23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის  მე-2 პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. შეტანილ იქნეს ცვლილება   „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის №23 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 010260020.35.153.016417, 20/02/2018), კერძოდ, დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსით“, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა  საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“

ბ) მე-2 მუხლის „დ“ პუნქტი  ამოღებულ იქნას;

გ ) მე-7 მუხლი ამოღებულ იქნას. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 01 იანვრიდან. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ელოშვილი