დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის #10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.153.016689 |
|
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნას ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №10 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 010260020.35.153.016404, 08/02/2018 წელი) კერძოდ, დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების“:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „1. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრას და განხორციელებას, სტრატეგიული განვითარების პროექტის შემუშავებას და მისი განხორციელების კოორდინაციას, ადგილობრივი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მართვასა და ეფექტურ გამოყენებას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების მონიტორინგს, დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელებთან დასუფთავების მოსაკრებელთან დაკავშირებით ხელშეკრულების დადებას, მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების და მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციების მომზადებასა და კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას“. ბ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას; გ) მე-9 მუხლი ამოღებულ იქნას; დ) მე-91 მუხლს დაემატოს „ე“ პუნქტი: „ ე) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარებას “. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 01 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები