დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის #19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.153.016688 |
|
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის #19 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 010260020.35.153.016413, 20/02/2018), კერძოდ, დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების“:
ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „დ) კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის განყოფილება“ ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „ მუხლი 8. კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის განყოფილება განყოფილება უზრუნველყოფს მცხეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების: ა) მართვის კოორდინაციას, მათი საქმიანობის ხელშეწყობას; ბ) საქმიანობის პერიოდულ მონიტორინგსა და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის ხელშეწყობას; გ) საქმიანობის ანგარიშის ხელმძღვანელი პირებისათვის წარდგენას; დ) ღონისძიებების დაგეგმვასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას;
ე) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; რეზოლუციის შესაბამისად, კორესპონდენციების განხილვასა და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საპასუხო წერილების მომზადებას.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 01 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები