დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის #16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.153.016687 |
|
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნას ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის №16 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 010260020.35.153.016410 19/02/2018), კერძოდ, დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების:
ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „3. სამსახური წარმართავს მერიის საქმისწარმოებას, მათ შორის, საკადრო საკითხებს, ხელს უწყობს სტრუქტურული ერთეულების კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. უზრუნველყოფს მერიის სამართლებრივ მომსახურებას, მერიის ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, ასევე სახელწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ/იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას და მათ ვიზირებას. პრესკონფერენციების, ბრიფინგების ჩატარებას, ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებას. ასევე, კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების საქმიანობას“. ბ) დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფის -განყოფილებებისგან: ა) საქმისწარმოების განყოფილება; ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; გ) იურიდიული განყოფილება; დ) პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; ე) ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილება“. 2. დებულებას დაემატოს მე-81 და მე-82 მუხლები: „მუხლი 81. პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მერიის თანამდებობის პირების პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ჩატარებას. საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე, მათი მხრიდან ინფორმაციის გაცემას; ბ) მერიის მიმდინარე ღონისძიებების პრეზენტაციას; გ) მერიის მიმდინარე სამუშაოების ამსახველი ინფორმაციის მომზადებას; დ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განთავსებას; ე) მერიის საჯარო მოსამსახურეთა ხელშეწყობას საზოგადოებასთან ურთიერთობაში; ვ) ჟურნალისტების აკრედიტაციას მერიაში. მუხლი 82. ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილება განყოფილება უზრუნველყოფს: ა) ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მუშაობის ხელშეწყობას და ორგანიზებას. კოორდინაციას მერიის თანამდებობის პირებთან და სტრუქტურულ ერთეულებთან; ბ) მერის წარმომადგენლებისთვის მერიისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტების, მერის გადაწყვეტილებების გაცნობას; გ) ინფორმაციის მიწოდებას ადმინისტრაციულ ერთეულებში განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით მერის წარმომადგენლების წინადადებების/მოსაზრებების წარდგენას ხელმძღვანელი პირებისთვის; დ) მერის და სხვა თანამდებობის პირების საჯარო შეხვედრების ორგანიზებას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში; ე) სტატისტიკური მონაცემების/ინფორმაციის გამოთხოვასა და სისტემატიზაციას; ვ) წარმომადგენელთა მიერ განხორციელებული საქმისწარმოების მონიტორინგს, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრასა და მონიტორინგის შედეგების მერისთვის წარდგენას. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 01 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები