დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის #8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.153.016686 |
|
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №8 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 010260020.35.153.016402, 08/02/2018), კერძოდ, დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების:
ა) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) მერიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა“; ბ)მე-4 მუხლს დაემატოს „დ“ პუნქტი: „დ) მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება.“ 2. დებულებას დაემატოს მუხლი 82 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 82 .მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება განყოფილება უზრუნველყოფს: ა) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას; ბ) საოფისე ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობას, რემონტს და დაცვას; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების საოფისე მასალებით მომარაგებას; ე) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 01 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები