„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016685
47
26/12/2023
ვებგვერდი, 26/12/2023
010250050.35.153.016685
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №47

2023 წლის 26 დეკემბერი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის  მე-2 პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება   „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 010250050.35.153.016376, 22/11/2017), კერძოდ, დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“:

ა) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;

ბ) მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. სამსახური წარმართავს მერიის საქმისწარმოებას, მათ შორის, საკადრო საკითხებს, ხელს უწყობს სტრუქტურული ერთეულების კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. უზრუნველყოფს მერიის სამართლებრივ მომსახურებას, მერიის ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, ასევე სახელწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ/იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას და მათ ვიზირებას. პრესკონფერენციების, ბრიფინგების ჩატარებას, ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებას. ასევე, კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულებში  მერის  წარმომადგენლების საქმიანობას“.

გ) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „დ“  და „ე“ ქვეპუნქტები:

„დ) პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

ე) ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილება“;

დ) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი“

    „დ) მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება“;

ე) მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. ეკონომიკის სამსახური უზრუნველყოფს  მუნიციპალიტეტში ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრას და განხორციელებას, სტრატეგიული განვითარების პროექტის შემუშავებას და მისი განხორციელების კოორდინაციას, ადგილობრივი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მართვასა და ეფექტურ გამოყენებას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების მონიტორინგს, დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელებთან დასუფთავების მოსაკრებელთან დაკავშირებით ხელშეკრულების დადებას, მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების და მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციების მომზადებასა და კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას“.

ვ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;

ზ) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

  „დ)კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის განყოფილება“;

თ) მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. სოციალური და ჯანდაცვის სამსახური უზრუნველყოფს სოციალური, ჯანდაცვის  და დასაქმების  მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, უმუშევართა პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას,  პროექტების მომზადებას სოციალურად დაუცველ პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების და დახმარებების თაობაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებასა და ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.“

ი) დებულების მე-18 მუხლის მე-2  პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.

კ) დებულების 21-ე მუხლი ამოღებულ იქნას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 01 იანვრიდან. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ელოშვილი