დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ფინანსურ პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 30 დეკემბრის №879 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 315 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/05/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 13/05/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/06/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.007.366 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.366
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №315
2005 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
,,ფინანსურ პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 30 დეკემბრის №879 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ფინანსურ პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 30 დეკემბრის №879 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №1, მუხ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. წესის მე-19 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ო) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე დაიწყოს გამოძიება;”
2. წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) კომპეტენციის ფარგლებში და კანონით დადგენილი წესით აწარმოოს გამოძიება”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ჩეჩელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები