ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.141.016403
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
33
26/12/2023
ვებგვერდი, 27/12/2023
190040000.35.141.016403
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/12/2023 - 30/01/2025)

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2023 წლის 26 დეკემბერი

ქ. ახალქალაქი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის «ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული  ოდენობა განისაზღვროს თანახმად  დანართისა.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ’ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2023 წლის 27 თებერვლის   №5 დადგენილება. (www.matsne.gov.ge,  28/02/2023,  სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.141.016375).
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.                                                                                                        

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან

დანართი
ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების  ანაზღაურების წესი

მუხლი 1

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი,  საკრებულოს სხდომებში,  საკრებულოს  კომისიებისა  და ფრაქციების მუშაობაში    მონაწილების მისაღებად, ამომრჩევლებთან შეხვედრების,    აგრეთვე საკრებულოს წევრის  სხვა უფლებამოსილების და ვალდებულების  განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 825-00 ლარის ოდენობით.

მუხლი 2

1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი,  ამ დანართის პირველ მუხლში  გათვალისწინებული საქმიანობის აღრიცხვას აწარმოებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

2.  საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი),  უფლებამოსილების  განხოციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს  ანაზღაურებასთან ერთად.