„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №180/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 148/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 26/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 31/12/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018403
148/ნ
26/12/2023
ვებგვერდი, 26/12/2023
040030000.22.022.018403
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №180/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №148/ნ

2023 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №180/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 6 დეკემბრის №129/ნ ბრძანების შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №180/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 30/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017253) პირველი მუხლით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების“:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. დირექტორის მოადგილის უფლება-მოვალეობები

დირექტორის მოადგილე:

ა) ზედამხედველობას უწევს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

ბ)   ასრულებს ცენტრის დირექტორის ცალკეულ დავალებებს;

გ) ანგარიშვალდებულია ცენტრის დირექტორის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) სახელმწიფო საგრანტო  პროგრამების მართვის სამსახური;

გ) საერთაშორისო საპარტნიორო პროგრამებისა და პროექტების განვითარების სამსახური;

დ) კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის სამსახური.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 31 დეკემბრიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი