„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 აგვისტოს №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 აგვისტოს №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 513
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.024346
513
25/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
040030000.10.003.024346
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 აგვისტოს №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №513

2023 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 აგვისტოს №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№3822-XIIIმს-Xმპ; 15/12/2023), „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონისა (№3823-XIIIმს-Xმპ; 15/12/2023) და „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (№3824-XIIIმს-Xმპ; 15/12/2023) შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 აგვისტოს №411 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  27/08/2019, 040050000.10.003.021426) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების:

ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.“;

ბ) 2​2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 22. სააგენტოს მიერ გრანტების გაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი წეს(ებ)ი, საგრანტო კონკურსის დებულებები და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმები, სააგენტოს ხელმძღვანელის წარდგინებით, დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებ(ებ)ით − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დებულების“:

ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და წესით.“;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომში − მინისტრი).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი