„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 518
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024351
518
25/12/2023
ვებგვერდი, 26/12/2023
300160070.10.003.024351
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №518

2023 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/01/2014, 300160070.10.003.017666) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ − „ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-7 პუნქტის, ასევე მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2025 წლის 1 თებერვლამდე.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. 2025 წლის 1 თებერვლამდე რეგისტრირებული სახერხი საამქროს მფლობელები ვალდებულნი არიან, სახერხი საამქროები შესაბამისობაში მოიყვანონ ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ, 2025 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით არსებულ მოთხოვნებთან და ამავე ვადაში დეპარტამენტში წარადგინონ სახერხი საამქროების განმეორებითი რეგისტრაციის მოთხოვნა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი